კრისტიან ავგუსტ ფრიდრიხ პეტერსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრისტიან ავგუსტ ფრიდრიხ პეტერსი
დაბ. თარიღი 7 სექტემბერი 1806
დაბ. ადგილი ჰამბურგი, გერმანია
გარდ. თარიღი 8 მაისი 1880
გარდ. ადგილი კილი, გერმანია
მოქალაქეობა გერმანელი
სამეცნიერო სფერო ასტრონომია

კრისტიან ავგუსტ ფრიდრიხ პეტერსი (გერმ. Christian August Friedrich Peters; დ. 7 სექტემბერი 1806, ჰამბურგი, გერმანია – გ. 8 მაისი 1880, კილი, გერმანია), გერმანელი ასტრონომი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრი (1842). 1834-39 წლებში მუშაობდა ჰამბურგის, 1839-49 წლებში კი – პულკოვის ობსერვატორიაში. 1849 წლიდან კენიგსბერგის უნივერსიტეტის პროფესორი. 1854 წლიდან გამოსცემდა ჟურნალს "Astronomische Nachrichten". ამავე წლიდან იყო ალტონის ობსერვატორიის დირექტორი. 1874 წლიდან კილის უნივერსიტეტის პროფესორი. განსაზღვრა ნუტაციისა და აბერაციის სიდიდეები, გამოიკვლია სირიუსის მოძრაობა, განსაზღვრა გერმანიის ზოგიერთი ქალაქის გრძედები.

ლიტერატურა[რედაქტირება]