კრესოსი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Kroisos stake Louvre G197.jpg

კრესოსი, ან კრეზუსი, ლიდიის ნახევრად ლეგენდარული მეფე, რომელმაც სიზმარში ნახა, შენი შვილი ატისი შუბით დაიღუპებაო, გადამალა ყველა შუბი, მაგრამ ბედის განაჩენი მაინც აუსრულდა. ფრიგიელი უფლისწული ადრასტე ესტუმრა, ძმა შემოკვდომოდა, ცოფისგან განწმინდა და პირად მცველად გააყოლა ატისს, რომელიც პირდაპირ თავისი ქორწილიდან წავიდა ოლიმპოს ტყეებში, იქ ადრასტემ შუბი ტახს ესროლა და ატისი დაჭრა სასიკვდილოდ. შინ დაბრუნებულმა მეფეს სთხოვა მეც მომკალიო. კრესოსმა შეუნდო, შვილად დაისვა, მაგრამ თვით ადრასტემ მოიკლა თავი.

კრესოსის სახელი სიმდიდრის სინონიმად იქცა. ისტორიაში შემორჩენილია ფაქტი, თუ როგორ გაუგზავნა კრესოსმა დელფოს ორაკულს ოქროს ლომი, 117 აგურზე მდგარი. მას სძლია კიროსმა.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე