სარდისი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სარდისილიდიის სახელმწიფოს დედაქალაქი ძვ. წ. VII საუკუნე—ძვ. წ. 546 წელი. განსაკუთრებულ აყვავებას მიაღწია კრეზის მეფობის დროს. ძვ. წ. 546 წელს სპარსელებმა დაიპყრეს. XV საუკუნემდე სხვადასხვა სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა. 1402 წელს თემურლენგმა დაანგრია. არქეოლოგიური კვლევის (1910-1914 და 1922 წწ.) შედეგად გამოვლინდა ტაძარი (არტემისიონი), ნეკროპოლი, წარწერები მიდიურ ენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]