კრატერი (ჭურჭელი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კრატერი (ბერძნ. krater — ვურევ), ანტიკური ხანის ლითონის ან თიხისაგან დამზადებული პირფართო, ორყურა, ქუსლიანი დიდი ზომის ჭურჭელი, რომელიც განკუთვნიული იყო ღვინისა და წყლის შესარევად. ძვ. წ. IX-V საუკუნეების თიხის კრატერები მოხატულია, ხოლო ლითონისა — რელიეფებით შემკული. გვხვდება ასევე რელიეფებით შემკული მარმარილოს კრატერებიც. მოხატული კრატერის ერთ-ერთი კლასიკური ნიმუში აღმოჩენილია ფიჭვნარში (ქობულეთის რაიონი) ბერძენთა სამაროვნის გათხრისას (ა. კახიძე).

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 6, გვ. 19, თბ., 1983