კოსიცინის გიმნაზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოსიცინის გიმნაზია
Гимназия Косицына
კოორდინატები 55°44′37″N 37°37′34″E / 55.7435° ჩ. გ. 37.626° ა. გ. / 55.7435; 37.626
მდებარეობა მოსკოვი, რუსეთი
სტილი ბაროკო
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7735689000

კოსიცინის გიმნაზია (რუს. Гимназия Косицына) — შენობათა კომპლექსი მოსკოვის ჩერნიგოვსკოეს შესახვევში, XVIII საუკუნის საქალაქო საკარმიდამო (შემდგომში გადაკეთებული). ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი[1].

ვიკიციტატა
„საინტერესოა წინა დარბაზი, სადაც თითქმის მთლიანად შენარჩუნებულია დეკორატიული გაფორმება. საზეიმო ხასიათს დარბაზს თეთრი მარმარილოთი მოპირკეთებული ოთხი იონიური სვეტი აძლევს, რაზეც ეყრდნობა ქორები. დარბაზი არ არის დიდი, თუმცა, განათებულია სამი მხრიდან ფანჯრების ორი რიგით, ხელოვნური მარმარილოს ღია ყვითელი ფერის და თეთრი რელიეფის წყალობით, დარბაზი ფართო და ჰაეროვანი ჩანს; მართალია, გვიანი რელიეფის გარკვეულმა ჩამოშლამ, შეცვალა მისი მკაცრი კლასიკური ხასიათი. ამპირული დროიდან კარებიც შემორჩა. — „მოსკოვის არქიტექტურული ძეგლები“. 1994 წელი“

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობის პირველი ცნობილი მფლობელი პრეობრაჟენსკის ლეიბ-გვარდიის პოლკის კაპიტანი ვ. ტ. რჟევსკი[2]. მის დროს, 1710 წელს, მშენებლობის დასარულს აშენდა ქვის პალატები, რომელიც ბოლშაია ორდინკას ქუჩაზე გადიოდა, ხოლო მის უკან იშლებოდა ბაღი[3].

1758 წელს, ი. გ. ჟურავლიოვის დროს, ხის ფლიგელები შეიცვალა ქვის ნაგებობებით, ჩნდება შიდა კიბეები და კორიდორის წინკარი. XVIII საუკუნეში არსებობდა ეგრეთ წოდებული „გლუხოვის შესახვევი“ — მთავარი სახლის აღმოსავლეთი შესასვლელი; ჟურავლიოვის დროს, საზეიმო შესასვლელი გადაკეთილი იყო სამეურნეო შენობებით[3].

XVIII საუკუნის ბოლოს, საკარმიდამო ძლიერად დაზარლდა ხანძრით. ვაჭარი ვასილევი — საკარმიდამოს ერთ-ერთი შემდგომი მფლობელი, პრაქტიკულად მთლიანად გადააკეთა კომპლექსი: მთავარ სახლს გაუჩნდა მესამე სართული, გაფორმდა ფასადის რიზალიტი, შესასვლელი გათავისუფლდა, რომელიც ახალი ჭიშკარით გაფორმდა, საკარმიდამოს სამხრეთ ნაწილში გაიშალა მდიდრული ბაღი[3].

საკარმიდამოს შემდეგი ცვლილებები 1812 წლის სამამულო ომის შემდეგ განხორციელდა. 1830-იან წლებში, საკარმიდამოს მფლობელები ვაჭარი გრაჩევები ხდებიან, მათ დროს მთავარ სახლს ბაღის მხრიდან ტერასა ჩაშენდა. XIX საუკუნის ბოლოდან, საკარმიდამოში მფლობელებს არ უცხოვრიათ[3].

1906 წელს, საკარმიდამოს ჩრდილოეთ-დასავლეთი ნაწილი იყიდა ა. ა. დურილინმა. მის დროს, შენობა გაქირავდა „მის უდიდებულესობა იმპერატორ მარიას კანცელარიაზე“, სადაც გაიხსნა ვ. დ. კოსიცინის კერძო ვაჟთა გიმნაზია. საკარმიდამოს გადაკეთება არქიტექტორ ვ. ვ. შერვუდის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. ოთახები, სადაც შემდგომში კლასები განლაგდა, ფართობში გაიზარდნენ, საგრძნობლად მოიკლო კიბეების სივრცე, შეიქმნა მინაშენი[3].

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, გიმნაზიის ყოფილ შენობაში განლაგებული იყო მეორე საფეხურის სკოლა, სამედიცინო სასწავლებელი და საბავშვო ბაღი[2].

დღეისთვის, ყოფილი საკარმიდამოს მთავარ შენობაში განლაგებულია სლავური კულტურისა და ხელნაწერის საერთაშორისო ფონდი, რომელიც 1989 წელს ჩამოყალიბდა. 1993 წელს, საკარმიდამოს ფლიგელში იგორ ტალკოვის მუზეუმი ჩამოყალიბდა[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ДЕПАРТАМЕНТ КУЛЬТУРНОГО НАСЛЕДИЯ ГОРОДА МОСКВЫ/ Усадьба городская (гимназия Косицына), XVIII — нач. XX вв
  2. 2.0 2.1 Знаменитые и известные исторические здания и дома Москвы
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Денис Дроздов — «Большая Ордынка. Прогулка по Замоскворечью»