კლემენტინა ჩერჩილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლემენტინა ჩერჩილი
დაბადების სახელი კლემენტინა ხოზიერი
დაბადების თარიღი 1 აპრილი, 1885
მეიფერი, ლონდონი, ინგლისი
გარდაცვალების თარიღი 12 დეკემბერი, 1977(92 წლის)
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
დაკრძალულია

ბლეიდონი,ოქსფორდშირი,ინგლისი

სასაფლაო წმინდა მარტინის ეკლესიის ეზოში
ქვეშევრდომობა დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა პოლიტიკა
მეუღლე(ები) უინსტონ ჩერჩილი
შვილ(ებ)ი 5

კლემენტინ ოგილვი სპენსერ-ჩერჩილი, ბარონესა სპენსერ-ჩერჩილი,(ინგლ. Clementine Ogilvy Spencer-Churchill, Baroness Spencer-Churchill  , ქალიშვ.— ხოზიერი (ინგლ. Hozier) 1885 წლის 1 აპრილი - 1977 წლის 12 დეკემბერი) —ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მეუღლე.

ბრიტანეთის იმპერიის დიდი ჯვრის ორდენის,  შრომის წითელი დროშის ორდენის  (სსრკ) ქალბატონი.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლემენტინა დაიბადა 1885 წლის 1 აპრილს. იგი ოფიციალურად გადამდგარი პოლკოვნიკ ჰენრი მონტეგ ჰოზიერისა და ლედი ბლანში ჰენრიეტა ოგილვის ქალიშვილია, თუმცა მამასთან დაკავშირებით არსებობს ვერსიები.

კლემენტინა პირველად უინსტონ ჩერჩილს 1904 წელს .1908 წლის მარტში ისინი ერთმანეთს კვლავ შეხვდნენ კლემენტინას შორეული ნათესავის ლედი სენტ ჰეილერის მიერ გამართულ სადილზე. მათი პირველი მოკლე შეხვედრის დროს უინსტონმა აღიარა კლემენტინის სილამაზე და უნიკალურობა; ახლა, მის კომპანიაში გატარებული საღამოს შემდეგ, მომავალი პრემიერ-მინისტრი მოიხიბლა გოგონას მახვილი გონებით და ძლიერი ხასიათით.

1908 წლის 12 სექტემბერს უინსტონმა და კლემენტინმა იქორწინეს წმინდა მარგარეტის ეკლესიაში. თაფლობის თვე გაატარეს ბავენოში, ვენეციაში და ვევეშის ციხეში მორავიაში; ეკკლესტონის სკვერის 33 – ში ლონდონის სახლში დასახლამდე.[2][3]

წყვილს ხუთი შვილი შეეძინა:

დიანა (1909-1963), რენდოლფი (1911-1968), სარა (1914-1982), მარიგოლდი (1918-1921) - გარდაიცვალა ორი წლის ასაკში; მერი (1922–2014).[4][5]

მეორე მსოფლიო ომის დროს იგი იყო ფონდის  «Aid to Russia Fund» პრეზიდენტი, რომელიც მოქმედებდა 1941–1951 წლებში და დიდ დახმარებას უწევდა საბჭოთა კავშირს მედიკამენტებით,  სამედიცინო აღჭურვილობითა და საკვებით საერთო ჯამში, ომის პერიოდში , ქალბატონ ჩერჩილის ფონდმა «Aid to Russia Fund»  8 მილიონ ფუნტ სტერლინგზე მეტი თანხა მოაგროვა (დაახლოებით 200 მილიონი თანამედროვე შეფარდებით).

1945 წლის მარტში, საბჭოთა კავშირის წითელი ჯვრის მიწვევით, კლემენტინე ჩერჩილი ჩავიდა სსრკ-ში და მოინახულა ლენინგრადი, სტალინგრადი, დონის როსტოვი, კისლოვოდსკი, პიატიგორსკი, ოდესა, იალტა და სხვა ქალაქები . კლემენტინა ჩერჩილი ყირიმიდან ოდესის გავლით გაემგზავრა მოსკოვში, სადაც დაჯილდოვდა შრომის წითელი დროშის ორდენით . იქ მან გამარჯვების დღე აღნიშნა.[6][7][8]

უინსტონ ჩერჩილი და კლემენტინა ჩერჩილი 1940 წ.

კლემენტინა ჩერჩილმა მოსკოვის რადიოში 9 მაისს გაახმოვანა უინსტონ ჩერჩილის  ღია გზავნილი სტალინისადმი.

1955 და 1956 წლებში კლემენტინ ჩერჩილმა გაანადგურა ბრიტანელი მხატვრების მიერ შესრულებული მისი მეუღლის სამი პორტრეტი, რომლებიც ოჯახის კოლექციის ნაწილი იყო, რადგან თვლიდა, რომ მათ უინსტონ ჩერჩილის იმიჯის დისკრედიტაცია მოახდინეს. მათ შორისაა გრემ სატერლენდის კარგად ცნობილი "უინსტონ ჩერჩილის პორტრეტი".

ლედი სპენსერ-ჩერჩილი გარდაიცვალა ლონდონის სახლში, ნაინსტბრიჯის პრინც გეიტის 7 ნომერში, გულის შეტევით 1977 წლის 12 დეკემბერს 92 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს წმინდა მარტინის ეკლესიის სასაფლაოზე,  ბლეიდონში (ოქსფორდშირი),მეუღლის და შვილების და ნათესავების  გვერდით.[9][10][11]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბრიტანეთის იმპერიის მეთაურის ხარისხის ორდენი (1918 წლის 1 იანვარი).
  • წმინდა იოანე იერუსალიმელის კომანდორის დის ხარისხის ორდენი (1942 წლის 19 ივნისი)
  • ბრიტანეთის იმპერიის ორდენი  Dame Grand Cross (1946 წლის 13 ივნისი)
  • მიენიჭა ტიტული  ბარონესა სპენსერ ჩერჩილი ჩარტუელიდან კენტის საგრაფოში მთელი სიცოცხლის მანძილზე. (17 მაისი 1965)

უცხოური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Soames, M. (2002). Clementine Churchill: the biography of a marriage. London, Doubleday
  2. Manchester, W. (1988) The Last Lion – Winston Spencer Churchill – Alone – 1932–1940; p. 386; Little, Brown & Co.; ISBN 0-316-54503-1
  3. Soames, Mary: Soames, Mary (ed.), Speaking For Themselves: the Personal Letters of Winston and Clementine Churchill (Black Swan, 1999)'. p. 1
  4. Soames, Mary: Soames, Mary (ed.), Speaking For Themselves: the Personal Letters of Winston and Clementine Churchill (Black Swan, 1999)', p.6
  5. Soames, Mary (2003). Clementine Churchill: The Biography of a Marriage New York: Houghton Mifflin Harcourt. p. 39 ff. ISBN 0618267328.[მკვდარი ბმული] Retrieved 20 June2018.
  6. Gilbert, Martin (1991). Churchill: A Life. London: Heinemann.
  7. Manchester, W. (1988) The Last Lion:: Winston Spencer Churchill: Alone, 1932–1940; Little, Brown & Co.; ISBN 0-316-54503-1
  8. Manchester, W. (1988) The Last Lion – Winston Spencer Churchill – Alone – 1932–1940; p. 263; Little, Brown & Co.; ISBN 0-316-54503-1
  9. Soames, Mary: Soames, Mary (ed.), Speaking For Themselves: the Personal Letters of Winston and Clementine Churchill (Black Swan, 1999)', pp. 14–15
  10. Winston S. Churchill. The Second World War. VI. p. 421. ISBN 0-14-008616-1.[მკვდარი ბმული]
  11. Time magazine, 7 March 1977, p. 40