კინკანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| კინკანი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Fortunella | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
კინკანი (Fortunella), მარადმწვანე ხეების და ბუჩქების გვარი ტეგანისებრთა ოჯახისა. მჭიდროდ დატოტვილი, 2-3 მ სიმაღლის მცენარეა. აქვს ვიწრო და წვეტიანი ფოთოლი, თეთრი ყვავილი, წვრილი (2 სმ-მდე დიამეტრის), მოტკბო-მომჟავო ნაყოფი. ყვავილობს ივლისში, ნაყოფი იანვარ-თებერვალში მწიფდება. მისგან ამზადებენ მურაბას, იყენებენ საკონსერვო წარმოებაში და დეკორატიული მიზნით. საქართველოში გავრცელებულია „ნაგამი“, რომელიც დეკემბერში იკრიფება და კარგად ინახება, იჭმება კანიანად.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ლეკვეიშვილი ი., ქსე, ტ. 5, გვ. 521, თბ., 1980
სტატიის 