კიმ ჩენ ირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კიმ ჩენ ირი

კიმ ჩენ ირი (ჰანგული 김정일, ჰანჯა 金正日) (დ. 16 თებერვალი, 1941 – გ. 17 დეკემბერი, 2011) — კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის (ჩრდილოეთ კორეა) მეთაური. კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივანი. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მხედართმთავარი. „დიდი ბელადის“ — კიმ ირ სენის ვაჟი და მემკვიდრე.

იგი იყო კორეის შრომის პარტიის (მმართველი პარტია 1948 წლიდან) გენერალური მდივანი, ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, მსოფლიოში სიდიდით მეოთხე — ჩრდილოეთ კორეის არმიის უმაღლესი მხედართმთავარი.

2009 წელს, ჩრდილოეთ კორეის კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე მას „უზენაესი ლიდერი“ ეწოდა.[1] იგი ასევე წოდებულ იქნა როგორც „ძვირფასი ლიდერი“, „ჩვენი მამა“, „გენერალი“ და „გენერალისიმუსი“.[2] მისი ვაჟი კიმ ჩენ ინი მუშათა პარტიის მმართველობაში დაწინაურებულ იქნა მმართველ პოზიციაზე.[3] 2010 წელს ჟურნალ ფორბსის მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში მას (კიმ ჩჟონ ინს) 31-ადგილი ეკავა.[4] 2011 წლის 19 დეკემბერს ჩრდილოეთ კორეის მთვრობამ გაავრცელა ცნობა კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ.[5]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. McGivering, Jill. “N Korea constitution bolsters Kim“, BBC News, 29 September 2009. წაკითხვის თარიღი: 7 May 2010. 
  2. http://www.imdb.com/title/tt0456012/
  3. NKorea prints photos of heir apparent Kim Jong Un“, 30 September 2010. წაკითხვის თარიღი: 30 September 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან 26 June 2010-ში. 
  4. The 100 Most Powerful People in the World, Forbes Magazine
  5. Kim Jong Il Has Died“, 18 December 2011. წაკითხვის თარიღი: 19 December 2011.