კიევის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიევის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
ისტორიული რაიონი ძველი კუკია
წინა სახელები გერმანელების ქუჩა, ბელგიის ქუჩა

კიევის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (ძველი კუკია); დავით აღმაშენებლის გამზირიდან მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. 20-იან წლებში აქ დასახლდნენ გერმანელი მოახალშენეები და ქუჩასაც გერმანელების ქუჩა ეწოდა (დატანილია თბილისის 1851 წლის გეგმაზე). 1914 წელს ბელგიის ქუჩა დაერქვა (დატანილია თბილისის 1934 წლის გეგმაზე). ეს სახლწოდება უკავშირდება პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში, კერძოდ, 1914 წელს გერმანიის მიერ ბელგიის ნეიტრალიტეტის დარღვევასა და მისი ტერიტორიის დაკავებას. XX საუკუნის 50-იან წლებში კიევის ქუჩა დაერქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]