კიდევაც დაიზრდებიან (ძეგლი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიდევაც დაიზრდებიან
მდებარეობა მარნეული, ქვემო ქართლი, საქართველო
მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილი
ტიპი მონუმენტური ძეგლი
თარიღდება 9 მაისი, 1975

„კიდევაც დაიზრდებიან“ — მონუმენტური ძეგლი, რომელიც დგას თბილისის აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებთან დამაკავშირებელი საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარედ, ქალაქ მარნეულის შესასვლელში. გაიხსნა 1975 წელს II მსოფლიო ომში გამარჯვების 30 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით. ქანდაკების ავტორია მერაბ ბერძენიშვილი.

ძეგლი დგას საგანგებოდ მოსწორებულ ადგილზე და მთავარი გზიდან თვალსაჩინოდ აღიქმება. პლატფორმის ზედაპირი შავი მარმარილოს ფილებითაა მოპირკეთებული, მასზე აღმართული ძეგლის სიმაღლე 13,480 მეტრია, სამფიგურიანი კომპოზიციის შექმნა პატრიოტულ მოტივზეა აგებული.

კომპოზიცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპოზიციაში ფრონტალურად დგას ქალი. მის წინ ორი მცირეწლოვანი ვაჟია. ქალი წარმოადგენს ზოგად სახეს დედისა, რომელიც შვილებს სამშობლოს უზრდის. ბავშვებს უჭირავთ უზარმაზარი მახვილი, რაც სამშობლოს დასაცავად მათ შინაგან მზაობაზე მოგვანიშნებს. დედის ჟესტი — მისი ოდნავ წინ გაწვდილი ხელები და ყრმების ხელში არსებული მახვილი კრავს და აერთიანებს კომპოზიციას.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 16811