კვირიკეწმინდა (ტაძარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კვირიკეწმინდა— არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტში სოფელ დვირთან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე დაბურულ ტყეში ადგილობრივი მოსახლების მიერ საკვირიკეს სახელით წოდებული სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს. აღნიშნული მონასტერს გრიგოლ ხანცთელის მოწაფის ქრისტეფორეს მიერ აგებულ კვირიკეწმიდასთან ვაიგივებთ და აქედან გამომდინარე, მის აგებას IX საუკუნის 40-იანი წლებით განვსაზღვრავთ. აღნიშნულმა მონასტერმა ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია. კერძოდ, მთავარი დარბაზის კამარა ჩამონგრეულია. სამხრეთის ნავი საკუთარი ნანგრევებითაა ამოვსებული, დანგრეულია მთავარი ნავის დასავლეთის კედელი. აბსიდის ჩრდილო ნახევარზე შემორჩენილია შელესილობისა და ფრესკის ფრაგმენტები, რომლებზეც გამოსახულია წმინდა მამები., ქერუბიმი, კვერთხიანი ხარი და სხვა ნაკლებად გასარჩევი დეტალები. თუმცა აღსაღნიშნავია აღნიშნული სამონასტრო კომლექსის საკურთხევლის მხატვრობა, რომელიც ასევე ძლიერ დაზიანებულია. როგორც ჩანს მხატვრობა სამიარუსიანი ყოფილა. ზემო იარუსზე გამოსახულია ფრთებშეკრული ანგელოზი, რომლის უკან ხარისთავი ანგელოზს უჭირავს ლაბირიუმი, რომელზეც ბერძნულად აწერია აგიოს ფილოს აგიოს. ანგელოზის ქვეშ მოჩანს რამდენიმე ასომთავული გრაფემა. ლაბირიუმთან არის მჯდომარე ფიგურის მოკეცილი თავი. ქვეშ გამოსახულია წმინდანები ხელში გრაგნილებით, სახარებითა და ჯვრებით, თავთან ასომთავრული წარწერით: წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი და სხვ. მესამე იარუსზე არიან მღვდელმთავრები ხელში სახარებითა და ჯვრებით, თავთან ასომთავრული წარწერით: წმინდა ფოკა, წმინდა გრიგოლ ნოსელი და სხვ. კვირიკეწმინდის მხატვრობას X-XI, XII-XIII, XV საუკუნის I ნახევრით ათარიღებენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ.1, თბ. 1964
  • ბიბილური თ., შველას ითხოვს, გაზ კომუნისტი 1979 წელი 13 ოქტომბერი
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ. 2013
  • ზედგინიძე გ., სამხრეთ საქართველოს ზოგიერთი პუნქტის ადგილმდებარეობის დაზუსტებისათვის, მაცნე, ისტორიის სერია, ტ. III, 1972 წელი
  • ინგოროყვა პ., გიორგი მერჩულე, თბ. 1954
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა, თბ 1957
  • მელითაური კ., ნ. შოშიაშვილი, შ. ხანთაძე და გ. ჯამბურია ვარძია. გზამკვლევი, თბ. 1955 წელი
  • მეფისაშვილი რ., გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა სააღმშენებლო მოღვაწეობა ქართლში, საქ. სსრ მეცნ. აკად. სახზ. განყ. მოამბე, 1963 წელი, #5.
  • ალ. მიქავა, ბორჯომის ხეობის მატერიალური ძეგლები, გაზ. კომუნიზმის დროშით 1960 წელი 7 სექტემბერი
  • ტივაძე მ., კვირიკეწმიდა, ჟურნალი თორი, ბორჯომი 2006 წელი, #2.
  • ხოშტარია დ., კვირიკეწმინდის ადგილმდებარეობის საკითხისათვის, მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1985 წელი, # 1.
  • ხოშტარია დ., IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში, საკანდიდატო დისერტაცია და ავტორეფერატი, თბ., 1987
  • Вирсаладзе Т., Основные этапи развития грузинской средневековой монументальной живописи, Доклад на - международном симпозиуме по грузинскому искусства, Тб. 1977 г
  • Меписашвили Р., Основные особенности трех церковных базилик Грузии, Тфл 1977 г
  • Шмерлинг Р., Построика Моларет-Ухуцеса царя Георгия блистателного в. сел Даба, Боржомского района, Ars Georgia, Тб. 1948 г
  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 58,59