კაუჩუკოვანი მცენარეები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაუჩუკოვანი მცენარეები, მცენარეები, რომლებიც თავის ამა თუ იმ ორგანოში წარმოქმნიან და შეიცავენ ნატურალურ კაუჩუკს. იმის მიხედვით, თუ რომელ ქსოვილში გროვდება კაუჩუკი, გამოყოფენ ლატექსურ (კაუჩუკი რძეწვენში - ლატექსშია), პარენქიმულ (ღერძული ორგანოების — ღეროსა და ფესვის პარენქიმიაში) და ქლორენქიმულ (ახალგაზრდა ყლორტებისა და და ფოთლების მწვანე ქსოვილებში) კაუჩუკოვან მცენარეებს. მათ შორის საწარმოო მნიშვნელობა აქვს ლატექსიან ხეებს, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ რძეწვენს, საიდანაც ადვილად შეიძლება კაუჩუკის გამოყოფა. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ბრაზილიური ჰევეა, რომელიც ბუნებრივი კაუჩუკის მსოფლიო წარმოების 95%-ს იძლევა, დანარჩენი 5% მიიღება სხვა ტროპიკული ლიტექსიანი მცენარეებისაგან - საპიუმის, მანიოკის (რძიანასებრთა ოჯახი), ფიკუსის, კასტილას (თუთისებრთა ოჯახი), ლანდოლფიას (ქენდირისებრთა ოჯახი) გვარებიდან. ლატექსიანი კაუჩუკოვანი მცენარეებია აგრეთვე კოგსაგიზი, ტაუსაგიზი, კრიომსაგიზი და სხვა, მაგრამ მათ ფესვებში კაუჩუკი მცირე რაოდენობითაა. პარენქიმულ კაუჩუკოვან მცენარეებს განეკუთვნება მექსიკური გვაიულა (რთულყვავილოვნებიდან). ქლორენქიმულ კაუჩუკოვან მცენარეებს საწარმოო მნიშვნელობა არა აქვთ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Жуковский П. М., Культурные растения и их сородичи, 2 изд., Л., 1964;
  • Franke G., Nutzpflanzen der Tropen und Subtropen, Bd. 1, Lpz., 1967;
  • ქსე, ტ. 5, გვ. 440, თბ., 1980