კასანდრა პეტერსონი
| კასანდრა პეტერსონი Cassandra Peterson |
|
კასანდრა პეტერსონი 2011 წელს |
|
| დაბადების სახელი | კასანდრა პეტერსონი |
| დაბადების ადგილი | მანჰეტენი, აშშ |
| დაიბადა | 17 სექტემბერი, 1951 |
| საქმიანობა | მსახიობი ტელეწამყვანი |
| შემოქმედების წლები | 1970–დღემდე |
| მეუღლე(ები) | მარკ პირსონი (1981-2003) |
| ოფიციალური ვებგვერდი | ოფიციალური ვებ-გვერდი |
კასანდრა პეტერსონი (ინგლ. Cassandra Peterson; დ. 17 სექტემბერი, 1951) — ამერიკელი მსახიობი. ცნობილია თავისი როლებით ფილმებში: „ელვირა: ბნელეთის ბრძანებელი“ და „ელვირა: ბნელეთის ბრძანებელი 2“.
კასანდრა პეტერსონი დაიბადა 1951 წლის 17 სექტემბერს, ქალაქ კანზასში. მოგვიანებით მისი ოჯახი საცხოვრებლად კოლორადო-სპრინგზში გადავიდა, სადაც 1969 წელს საშუალო სკოლა დაამთავრა. ახალგაზრდა წლებში გეი ბარში გოუ-გოუ მოცეკვავედ მუშაობდა. შემდეგ დაბინავდა ლას-ვეგასში, სადაც ერთ-ერთ კაზინოში გახდა შოუს გოგონა. 1971 წელს ეპიზოდური როლი მიიღო ფილმში „ალმასები სამუდამოდ“. 1970-იანი წლების დასაწყისში საცხოვრებლად იტალიაში მიდის. გამოდიოდა ცნობილი როკ-ჯგუფის I Latins Ochanats წევრებთან ერთად. იტალიაში ყოფნისას გაიცნო იტალიელი კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი, რომელმაც პეტერსონს მცირე როლი მისცა ფილმში „რომი“. აშშ-ში დაბრუნების შემდეგ კასანდრა პეტერსონი ქვეყანაში ბევრს მოგზაურობდა, გამოდიოდა ღამის კლუბებში, გეი დისკოტეკებზე და სხვ.
1980-იან წწ. არაერთ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1988 წელს მთავარი როლი მიიღო ფილმში „ელვირა: ბნელეთის ბრძანებელი“, ხოლო 2001 წელს მის გაგრძელებაში „ელვირა: ბნელეთის ბრძანებელი 2“.
კასანდრა პეტერსონი ვეგეტარიანელია.[1][2]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- კასანდრა პეტერსონი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- კასანდრა პეტერსონი (ინგლისური)
- კასანდრა პეტერსონი (ინგლისური)