კარდიფის ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კარდიფის ეროვნული მუზეუმი
უელს. Amgueddfa Genedlaethol Caerdydd

1912
51.4858°00′00″ ჩ. გ. 3.1773°00′00″ დ. გ. / 51.48580° ჩ. გ. 3.17730° დ. გ. / 51.48580; -3.17730
ქვეყანა თარგი:ქვეყნის მონაცემები გაერთიანებული სამეფო, უელსი
მდებარეობა კარდიფი და Castle
ვიზიტორები 472 544 (2015)
ოფიციალური საიტი museum.wales/en/cardiff/
Map

კარდიფის ეროვნული მუზეუმი (ინგლ. National Museum Cardiff, უელს. Amgueddfa Genedlaethol Caerdydd) — მუზეუმი და სამხატვრო გალერეა კარდიფში, უელსი, დიდი ბრიტანეთი. მუზეუმი არის Amgueddfa Cymru — უელსის ეროვნული მუზეუმის პროექტის ნაწილი. უელსის მთავრობის განკარგულებით მუზეუმში შესვლა უფასოა, თუმცა ნებისმიერ მსურველს შეუძლია გაიღოს შემოწირულობა მუზეუმის განვითარებისათვის.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უელსის ეროვნული მზუეუმი დაარსდა 1905 წელს, ოფიციალურად, სამეფო წესდების თანახმად კი 1907 წელს გაიხსნა.[2] თავდაპირველი გადაწყვეტილების თანახმად, კარდიფის მუზეუმს უელსის ეროვნული მუზეუმისათვის კოლექცია, სახელწოდებით „უელსის ბუნების ისტორიის, არქეოლოგიისა და ხელოვნების მუზეუმი“ უნდა გადაეცა. კოლექცია უელსის მუზეუმს 1912 წელს გადაეცა. ამ პერიოდში კარდიფის მუზეუმი კარდიფის ბიბლიოთეკის შენობაში მდებარეობდა და ბიბლიოთეკის განყოფილება იყო 1893 წლამდე. Cathays Park–ის სამოქალაქო კომპლექსში მუზეუმისათვის ახალი ნაგებობის მშენებლობა 1912 წელს დაიწყო, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამო საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი 1922 წლამდე არ გამხდარა. ნაგებობის ოფიციალური გახსნის ცერემონია 1927 წელს მოეწყო. შენობის არქიტექტორები იყვნენ: არნოლდ დუნბარ სმითი და სესილ ბრიუერი. მუზეუმის შენობის თავდაპირველი ვერსია მისი დღევანდელი ვარიანტისაგან მკვეთრად განსხვავდება.

ნაგებობის ქანდაკებების სქემა სერ უილიამ გოსკომბე ჯონმა შეიმუშავა, პრეისტორიული ხანისა და კლასიკური პერიოდის ექსპონატების სქემა — გილბერტ ბაიესმა. სწავლის, მოპოვებისა და ტრანსპორტირების განყოფილებები — თომას კლაპერტონმა, ხელოვნება ბერტრამ პერგამმა, შუა საუკუნეების პერიოდი რიჩარდ გარბმა, მუსიკა კი დევიდ ევანზმა.

კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარდიფის ეროვნულ მუზეუმში განთავსებულია ბოტანიკის, სახვითი და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების, გეოლოგიისა და ზოოლოგიის კოლექციები. მუზეუმის არქეოლოგიის კოლექცია სეინ ფაგანის მუზეუმშია გადატანილი.[3]

კარდიფის ეროვნული მუზეუმის ცენტრალური ნაწილი
პიერ ოგიუსტ რენუარის „პარიზელი ლამაზმანი“ (1874)

2011 წელს, კლორ დუფიელდის ფონდის დაფინანსებით, ყოფილი გლენლი გალერეა კლორის აღმოჩენების ცენტრად გადაკეთდა, რომელიც დამთვალიერებლებს კარდიფის ეროვნული მუზეუმის 7.5 მილიონი ექსპონატის შესწავლას სთავაზობს. ექსპონატებს შორისაა: მწერები, ნამარხი ნაშთები, ბრინჯაოს ხანის საბრძოლო იარაღები. წინასწარი ჯავშნის საშუალებით გლენლი გალერეაში შემსწავლელი კურსის მოწყობა შესაძლებელია როგორც სკოლის მოსწავლეებისათვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

ხელოვნების ეროვნული გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნების ეროვნული გალერეა 2011 წელს გაიხსნა. კარდიფის მუზეუმში განთავსებული ნახატების ავტორებს შორის „ძველი ოსტატებიც“ არიან. ნახატებს შორისაა: ამიკო ასპერტინის „ქალწული და ბავშვი წმინდა ელენესა და წმინდა ფრანცისკოს შორის“, ფრანს სნაიდერსის „მეფრინველის მაღაზია“, იან ვან დე კაპელის „სიმშვიდე“. 2016 წლიდან მუზეუმს აქვს რემბრანდტის 1657 წლის ნამუშევარი „კათარინა ჰოგჰსატის პორტრეტი“.[4] 2019 წელს მუზეუმში განთავსდა ნახატი, რომელიც მადონას და ბავშვს ბროწეულით გამოხატავს. ნაწარმოები სანდრო ბოტიჩელს ეკუთვნის.[5][6][7][8][9][10][11][12][13][14]

ლანდშაფტის ნახატების კლასიკური ტრადიციული კოლექცია მოიცავს: კლოდ ლორენის, გასპარ დიუგესა და სალვატორ როზას ნამუშევრებს და ნიკოლა პუსენის ორ ნამუშევარს: „ფოკიონის დასაფლავება“ (1648) და „მოსეს ძიებაში“ (მუზეუმისა და ლონდონის ეროვნული გალერეის ერთობლივი საკუთრება). ეს ნამუშევრები ასახავს უელსში დაბადებული მხატვრის, რიჩარდ უილსონის კარიერას, რომელსაც „ბრიტანული ლანდშაფტის მხატვრობის მამასაც“ უწოდებდნენ.

ფრანგული ხელოვნების კოლექცია წარმოდგენილია მარგარეტ და გვენდოლინ დეივისების კოლექციით, რომლებიც მდიდარი ინდუსტრიალისტის, დევიდ დეივისის შვილიშვილები იყვნენ. ეს ნამუშევრები უელსში მდებარე მუზეუმს საერთაშორისო მნიშვნელობის დაწესებულებად ხდის.[15] ამ კოლექციაში ასევე შედის ონორე დომიეს ნამუშევრები და ჟან-ფრანსუა მილეს ნახატები. კლოდ მონეს ნახატებს შორისაა „სან გიორგიო მაჯიორე დაისისას“ და მაგალითები „წყლის ლილიებისა“ და „რუანის კათედრალის“ სერიებიდან. პოსტიმპრესიონიზმი წარმოდგენილია ვინსენტ ვან გოგის ნახატით „წვიმა ოვერში“ და პოლ სეზანის „The François Zola Dam“-ით. დები დეივისების კოლექციაში ყველაზე ცნობილი ნამუშევრებია: პიერ ოგიუსტ რენუარის „პარიზელი ლამაზმანი“ (La Parisienne) და ოგიუსტ როდენის კოცნის ბრინჯაოს ვარიანტი.

ხელოვნების გალერეას ცნობილი უელსელი ხელოვანების ნამუშევრები აქვს. ეს მოიცავს რიჩარდ უილსონისა[16] და პიონერი თომას ჯოუნსის პეიზაჟებს.[17][18] მუზეუმში ასევე ინახება ჯონ გიბსონის, დედოფალ ვიქტორიას საყვარელი მოქანდაკის ნამუშევრები. ასევე დაცულია სერი რიჩარდის ნამუშევრები, ოგასტეს ჯონისა და მისი დის, გვენ ჯონის ნახატები, მათ შორის დილან თომასის სურათი. მუზეუმში ინახებდა დეივიდ ჯოუნსის ნახატები, მისი ქალღალდზე შესრულებული ნამუშევრები კი საზოგადოებისათვის საჩვენებლად იშვიათად გამოაქვთ. გამოფენილია უელსის ყველაზე გამოჩენილი თანამედროვე მხატვრის, სერ კიფინ უილიამსის (1918–2006) ნამუშევრებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mason, Rhiannon (2007), Museums, Nations, Identities: Wales and its National Museums, Cardiff: university of Wales Press
  • Osmond, John, რედ. (2007), Myths, Memories and Futures: The National Library and National Museum in the Story of Wales, Cardiff: Institute of Welsh Affairs

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Highlights.
  2. National Museum Wales.
  3. National Museum Cardiff.
  4. £35m Rembrandt painting goes on show in Cardiff via the BBC
  5. Brown, Mark. Botticelli 'copy' in Welsh museum is genuine, experts say (13 November 2019).
  6. Passino, Carla. Botticelli ‘copy’ in a Welsh museum turns out to be the real thing worth tens of millions (14 November 2019).
  7. Pes, Javier. A Museum in Wales Had a Botticelli Right Under Their Noses and Didn’t Realize It Until This Helpful TV Art Detective Told Them (14 November 2019).
  8. Pryor, Riah. Thanks to a doodle, experts now say unattributed painting is by Botticelli (15 November 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 აგვისტო 2020. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი 2021.
  9. Salema, Isabel. O renascimento de um quadro de Botticelli deve-se a um programa de televisão (17 November 2019).
  10. Una obra de Botticelli es redescubierta en el Museo Nacional de Gales (16 November 2019).
  11. Galles, il Botticelli "riscoperto" dopo un restauro. Era considerato una copia (18 November 2019).
  12. Hakoun, Agathe. Un tableau de Botticelli redécouvert à Cardiff (19 November 2019).
  13. Картина из запасников Национального музея Уэльса признана подлинной работой Боттичелли (19 November 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2021. ციტირების თარიღი: 12 სექტემბერი 2021.
  14. Spence, Rachel. Masters of surprise — a year of newly discovered art from Botticelli to Bruegel (20 December 2019).
  15. The Davies Sisters / National Museum Cardiff.
  16. National Museum Wales acquires rare Richard Wilson portrait en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-04. ციტირების თარიღი: 2020-05-03
  17. Thomas Jones, Pencerrig | The National Library of Wales. ციტირების თარიღი: 2020-05-03
  18. The Bard - JONES, Thomas en. ციტირების თარიღი: 2020-05-03