კარანგასის პროვინცია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქვეყანა | |
| სტატუსი | პროვინცია |
| შედის | ორუროს დეპარტამენტი |
| მოიცავს | 2 მუნიციპალიტეტს |
| ადმინ. ცენტრი | კორკე |
| ოფიც. ენები | ესპანური, აიმარა, კეჩუა |
| მოსახლეობა (2001) | 10 505 კაცი |
| სიმჭიდროვე | 2,4 კაცი/კმ² |
| აღმსარებლობა | კათოლიციზმი, პროტესტანტიზმი |
| ფართობი | 4 309 კმ² |
| დროის სარტყელი | GMT -4 |
| კოდი ISO 3166-2 | BO.OR.CR |
| Carangas Province | |
კარანგასის პროვინცია (ესპ. Provincia de Carangas) — პროვინცია ბოლივიაში, ორუროს დეპარტამენტის ჩრდილოეთ ნაწილში. დედაქალაქია კორკე.
კარანგასი ერთ-ერთია ორუროს დეპარტამენტის თექვსმეტი პროვინციიდან. ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაჭიმულია 105 კმ-ზე, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 75 კმ-ზე, ხოლო მთლიანი ფართობი 4 309 კმ²-ს შეადგენს.
სექციების სია |
მოსახლეობა [რედაქტირება]
- 1992 წლის აღწერისას, მოსახლეობა 7 930 ადამიანს შეადგენდა, 2001 წელს კი 10 505-ს.
- 84 % ლაპარაკობს ესპანურად, 94 % აიმარაზე და 13 % კეჩუაზე.
- მოსახლეობის 92.5 %-ს არ აქვს ელექტროენერგია.
- 79.8 % დასაქმებულია სასოფლო-სამეურნეო სფეროში, 0.1 % მაღაროებში, 3.5 % მრეწველობაში, 16.6 % მომსახურების სფეროში (2001).
- მორწმუნეთა 72 % კათოლიკეა, 23 % პროტესტანტი (1992).
დაყოფა [რედაქტირება]
პროვინცია შედგება ორი მუნიციპალიტეტისაგან, რომლებიც თავის მხრივ კანტონებად იყოფა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||||