კაპრიჩიო №5 (პაგანინი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან კაპრიზი no.5 (პაგანინი))
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კაპრიჩიო №5 — ვირტუოზი მევიოლინე ნიკოლო პაგანინის მიერ მე-18 საუკუნეში დაწერილი ერთ-ერთი ნაწარმოები 24 კაპრიჩიოდან სოლო ვიოლინოსათვის. ნაწარმოები განთქმულია სიჩქარით და ტექნიკური სიძნელით. არსებობს მოსაზრება, რომ პაგანინის ერთ სიმზე შეეძლო მისი დაკვრა, თუმცა არ არსებობს არცერთი არგუმენტი, რომელიც ამ თეორიას ან უარყოფდა, ან გაამყარებდა.

სხვა ინსტრუმენტებზე[რედაქტირება]

შეიქმნა ამ კაპრიჩიოს სხვადასხვა ვერსიები: ფორტეპიანოსთვის, ჩელოსთვის, აკორდეონისთვისა და გიტარისთვის. სტივ ვაის დაკრული ვარიაცია ამ თემაზე ჟღერდა ფილმში „გზაჯვარედინი“. 24-ვე კაპრიჩიოს პირველი ფიქსირებული ჩანაწერი კლასიკური გიტარისთვის ეკუთვნის ელიკტ ფისკს.

გავლენა თანამედროვე მუსიკაზე[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ დაწერილი იყო ვიოლინოსთვის, კაპრიჩიო №5 პოპულარული გახდა გიტარისტებს შორისაც, განსაკუთრებულად მისი პროფესიონალური მიდგომების გამო შრედ გიტარისადმი, როგორც ჯეისონ ბეკერის ელექტრო-გიტარის ვერსიაში ჩანს. ამ ნაწარმოებმა დიდი გავლენია იქონია როკ-გიტარისტ ინგვი მალმსტინის სწრაფი დაკვრის ტექნიკაზე. გამოყენების მაგალითები თანამედროვე მუსიკაში:

  • რეპერ Busdriver-ის სიმღერის Imaginary Places-ის შესვენების ადგილი.
  • მაიკლ ანჯელო ბატიოს სიმღერა No Boundaries მისი ამავე სახელწოდების 1995 წელს გამოსული სადებიუტო ალბომიდან შეიცავს ფრაგმენტებს ამ ნაწარმოებიდან.
  • ფინურ ნეო-კლასიკურ მეტალ ჯგუფ Virtuocity-ს ვარიაციები მეხუთე კაპრიჩიოდან გამოყენებული აქვს სიმღერაში Eye for an Eye მათი სადებიუტო ალბომიდან Secret Visions.
  • გერმანული მძიმე მეტალ ჯგუფი Domain აგრეთვე იყენებს ვარიაციებს სოლოსთვის სიმღერაში Warpath ალბომიდან The Sixth Dimension.
  • ჯო სტამპი იყენებს ელემენტებს ნაწარმოებიდან სიმღერაში Paganini's Revenge ალბომიდან Guitar Dominance.
  • კომპოზიციის პირველი ნოტები გამოყენებულია ამერიკული როკ-ჯგუფის The Faint ალბომში Wet From Birth პირველი ტრეკის დასაწყისიდან, Desperate Guys.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]