ზღვის წავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კალანი)
ზღვის წავი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Enhydra lutris (Linnaeus, 1758)
დაცვის სტატუსი
საფრთხეში მყოფი
საფრთხეში მყოფი
IUCN 3.1 Endangered : 7750

ზღვის წავი, კალანი (ლათ. Enhydra lutris) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1,5 მ აღწევს, წონა 40 კგ. აქვს ფარფლისმაგვარი უკანა ფეხები. ხმელეთზე გაჭირვებით დადის, წყალში მეტად სხარტია. სხეული დაფარული აქვს ხშირი, აბრეშუმისებრი, მუქი მურა, ზოგჯერ შავი მბზინვარე ბეწვით. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. ძვირფასი ბეწვის გამო მტაცებლური რეწვის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა.

ძირითადად ბინადრობს ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში და იკვებება უხერხემლოებით, როგორიცაა ზღვის ზღარბები და ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზომის ზღვის ძუძუმწოვარია. ოკეანეში ჩაღვრილი ნავთობი ზღვის წავებისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს, ვინაიდან ბეწვის ხშირი საფარი მათი თბოიზოლაციის ძირითადი საშუალებაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]