ზღვის წავი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ზღვის წავი, კალანი (Enhydra lutris), მტაცებელი ძუძუმწოვარი კვერნისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 1,5 მ აღწევს, წონა 40 კგ. აქვს ფარფლისმაგვარი უკანა ფეხები. ხმელეთზე გაჭირვებით დადის, წყალში მეტად სხარტია. სხეული დაფარული აქვს ხშირი, აბრეშუმისებრი, მუქი მურა, ზოგჯერ შავი მბზინვარე ბეწვით. შობს 1, იშვიათად 2 ნაშიერს. ძვირფასი ბეწვის გამო მტაცებლური რეწვის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა.
ძირითადად ბინადრობს ჩრდილოეთ წყნარ ოკეანეში და იკვებება უხერხემლოებით, როგორიცაა ზღვის ზღარბები და ერთ-ერთი ყველაზე მცირე ზომის ზღვის ძუძუმწოვარია. ოკეანეში ჩაღვრილი ნავთობი ზღვის წავებისთვის განსაკუთრებულ საშიშროებას წარმოადგენს, ვინაიდან ბეწვის ხშირი საფარი მათი თბოიზოლაციის ძირითადი საშუალებაა.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქსე, ტ. 4, გვ. 552, თბ., 1979
სტატიის