იხვნისკარტა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იხვნისკარტა
იხვნისკარტა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
ქვეკლასი: ერთგასავლიანები
სახეობა: იხვნისკარტა
ლათინური სახელი
Ornithorhynchus anatinus
დაცვის სტატუსი

იხვნისკარტა (Ornithorhynchus anatinus), ძუძუმწოვარი ცხოველი ერთგასავლიანების ქვეკლასისა. მისი სიგრძე 45 სმ აღწევს. აქვს გაბრტყელებული სხეული, მოკლე ფეხები, საცურაო აპკით გაერთიანებული თითები, გრძელი და ბრტყელი რქოვანი ნისკარტი. სხეული შემოსილია უხეში ფაცახით, რომლის ქვეშ ნაზი თივთიკია. ფერად მუქი მურაა. იკვებება ნაირგვარი ცხოველებით. გავრცელებულია ავსტრალიასა და ტასმანიაზე. კარგად ცურავს და ყვინთავს. ბინადრობს სოროში. მრავლდება წელიწადში ერთხელ, დებს 1-2 კვერცხს. ნაშიერს კვებავს რძით.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 5, გვ. 289, თბ., 1980

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე