იქედნისებრნი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იქედნისებრნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
ქვეტიპი: ხერხემლიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
ქვეკლასი: ერთგასავლიანები
ოჯახი: იქედნისებრნი
ლათინური სახელი
Tachyglossidae

იქედნისებრნი (ლათ. Tachyglossidae), ძუძუმწოვარი ცხოველების ოჯახი ერთგასავლიანების ქვეკლასისა. ცნობილია 2 გვარი: 1. იქედნე (Tachyglossidae) თავისი 2 სახეობით - ავსტრალიური იქედნე (Tachyglossidae aculeatus) და ტასმანიური იქედნე (Tachyglossidae setosus), და 2. პროიქედნე 3 სახეობით. ავსტალიური იქედნის სხეულის სიგრძე 50 სმ აღწევს. ზურგი დაფარული აქვს გრძელი რქოვანი რკლებით. მოკლე ფეხები მთავრდება მძლავრი ბრჭყალებით, რომლებიც მომარჯვებულია მიწის სათხრელად. კბილები არა აქვს. სხეულის ტემპერატურა დამოკიდებულია გარემოს ტემპერატურაზე. დედალი კვერცხს ატარებს ჩანთით. ნაშიერი აქ იჩეკება და იკვებება რძით.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ჯანაშვილი ა., ქსე, ტ. 5, გვ. 285, თბ., 1980