შინაარსზე გადასვლა

იულიან ნაგელსმანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იულიან ნაგელსმანი
Julian Nagelsmann
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
Julian Nagelsmann
იულიან ნაგელსმანი
დაბადების
თარიღი
23 ივლისი, 1987 (1987-07-23) (37 წლის)
დაბადების
ადგილი
ლეხის ლანდსბერგი, გერმანია
სიმაღლე 189 სმ [1]
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
გერმანიის დროშა ბაიერნი (მთავარი მწვრთნელი)
ახალგაზრდული კარიერა
გერმანიის დროშა აუგსბურგი
2002-2006 გერმანიის დროშა მიუნხენ 1860
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2007 გერმანიის დროშა მიუნხენ 1860 II
2007-2008 გერმანიის დროშა აუგსბურგი II
სამწვრთნელო კარიერა
2016–2019 გერმანიის დროშა ჰოფენჰაიმი
2019–2021 გერმანიის დროშა ლაიფციგი
2021– გერმანიის დროშა ბაიერნი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

იულიან ნაგელსმანი (გერმ. Julian Nagelsmann; დ. 23 ივლისი, 1987) — გერმანელი მწვრთნელი და ყოფილი ფეხბურთელი. ამჟამად ნაგელსმანი გერმანული „ჰოფენჰაიმი“ მთავარი მწვრთნელია.[2]

ნაგელსმანი თამაშობდა „მიუნხენ 1860-ის“ და „აუგსბურგის“ საფეხბურთო გუნდებში, თუმცა მუხლის ტრავმის გამო ახალგაზრდულ ასაკში მოუწია საფეხბურთო კარიერის დასრულება. უნივერსიტეტში ოთხი სემესტრის განმავლობაში ნაგელსმანი ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე სწავლობდა, რის შემდეგაც სპორტის მეცნიერების ფაკულტეტზე გააგრძელა განათლების მიღება. მალე იულიანი ფეხბურთში დაბრუნდა, დაინიშნა „აუგსბურგის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად.

2014 წელს ნაგელსმანმა გერმანიის ახალგაზრდული (19 წლამდელთა) ბუნდესლიგა მოიგო „ჰოფენჰაიმის“ ახალგაზრდულ გუნდთან ერთად. 2016 წლის თებერვალში დაინიშნა „ჰოფენჰაიმის“ პირველი გუნდის მწვრთნელად, რის შედეგადაც გახდა ბუნდესლიგის ისტორიაში მომუშავე ყველაზე ახალგაზრდა მთავარი მწვრთნელი (მაშინ ნაგელსმანი 28 წლის იყო).

2016 წლის შეჯამებისას ნაგელსმანი გერმანიაში წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.[3] 2016-2017 წლების სეზონში ნაგელსმანის ხელმძვანელობით „ჰოფენჰაიმმა“ გერმანიის ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკვა, შედეგად გუნდმა ისტორიაში პირველად მოიპოვა ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლება.