ირმა სერანო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ირმა სერანო
ესპ. Irma Serrano
დაბადების სახელი ირმა კონსუელო სიელო სერანო კასტრო
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი 1933 (88 წლის)
კომიტანი, ჩიაპასი
მექსიკა
მოქალაქეობა მექსიკის დროშა მექსიკა
საქმიანობა მსახიობი, მომღერალი,რეჟისორი
მწერალი, მეწარმე, პოლიტიკოსი

ირმა კონსუელო სიელო სერანო კასტრო (ესპ. Irma Consuelo Cielo Serrano Castro; დ. 9 დეკემბერი, 1933, კომიტანი, ჩიაპასი, მექსიკა) — მექსიკელი კინომსახიობი, კომპოზიტორი, მომღერალი, მწერალი. პროდიუსერი, რეჟისორი და მოცეკვავე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირმა სერანო დაიბადა 1933 წლის 9 დეკემბერს კომიტანში. მან კარიერა მოცეკვავეს ამპლუაში დაიწყო, ხოლო 1960-იან წლებში სიმღერა დაიწყო. 1962 წელს გააფორმა კონტრაქტი Columbia Records-თან, 1962 წლიდან 2005 წლამდე მექსიკური კინოს მსახიობი გახლდათ. მან მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ჟანრის  28 ნამუშევარში. სერიალი "დედინაცვალი" მსახიობის კარიერაში ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა, რადგან ის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიყიდა  და მისი გეიშა უამრავმა მაყურებელმა შეიყვარა. 1960-იან წლებში იგი  შანსონისა და რომანსების ცნობილი შემსრულებელი იყო. 1963 წელს მან მიიღო რამდენიმე მუსიკალური ჯილდო — Macuilxochitl como la Cancionista Revelacion, Trofeo de Musa de Radiolandia და Trofeo Revelacion Folklorica, 1964 წელს — პრემიაTrofeo del Concurso Nacional de Televicion. 1970-იანი წლებისთვის მრავალი ჯილდოსა და პრემიის წყალობით, იგი გახდა პოპულარული მომღერალი, რომლის შემოქმედება უკვე ფართოდ გასცდა  მექსიკის საზღვრებს.[2]

ირმა სერანო ფილმში რიგობერტო კარმონასთან ერთად 1968 წელი

1972 წელს მსახიობმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო მექსიკაში. შეიძინა დანგრეული თეატრის შენობა და მის სრული გარემონტებას შეუდგა. 1970-იანი წლების შუა ხანებში თეატრი გაიხსნა. 1973 წელს მან დადგა სპექტაკლი "ნანა" ემილ ზოლას ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით, მაგრამ პრემიერის შემდეგ ოფიციალურმა პირებმა ეროტიკული სცენების გამო  სპექტაკლი აკრძალეს. თუმცა 1977 წელს ხელისუფლების სათავეში  მექსიკის ახალი მმართველების მოსვლის შემდეგ დადგმები განახლდა. სერანოს ძალიან სურდა მის თეატრში მხოლოდ კარგი კლასიკური ნაწარმოებები დაედგა.  ერთ-ერთი ასეთი სპექტაკლი იყო „ქალი კამელიებით“. ირმა სერანომ დაწერა რამდენიმე ავტობიოგრაფიული წიგნი. 1990-იან წლებში ირმა სერანო პოლიტიკაში მოვიდა —  იგი აირჩიეს ჩიაპასის შტატის დეპუტატად და სენატორად. თანამდებობაზე  გახლდათ 1994 წლიდან 2000 წლამდე.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირმა სერანო — 1975 წელი

ირმა სერანომ დაიწყო თავისი სამსახიობო კარიერა, როგორც  ქორეოგრაფიული ჯგუფის მოცეკვავემ, რომელსაც ხელმძღვანელობდა მოცეკვავე ჩელო ლა რუე. მოგვიანებით სერანომ დაიწყო მომღერლის კარიერა, ხელი მოაწერა Columbia Records-თან 1962 წელს1963 წელს მან მიიღო რამდენიმე ჯილდო: Folklore Revelation Trophy, Macuilxóchitl, როგორც სიმღერების Revelation და Musa Trophy of Radiolandia-ს ავტორმა. სერანო გახდა 1960-იანი წლების მექსიკელი ხალხური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შემსრულებელი. მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სიმღერაა Corida La Martina, რომელიც ითვლება მექსიკური ხალხური ჟანრის კლასიკად.[3]

კინო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ირმა სერანოს კინოკარიერა 29 წლის ასაკში დაიწყო ფილმით "სამსონი ზომბების წინააღმდეგ", სადაც მთავარ როლს ასრულებს პოპულარული მექსიკელი მოჭიდავე ელ სანტო (სამსონი).მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმებში: The Extra (1962), Cantinflas, Tiburoneros (1963, რეჟისორი ლუის ალკორიზა) და Gabino Barrera (1964), მსახიობთან და მომღერალთან ანტონიო აგილართან და სხვებთან ერთად. 1968 წლიდან იგი მოღვაწეობდა ფსევდონიმით La Tigresa, რომელიც აიღო იმ კომიქსიდან, რომელშიც თავად ითამაშა.[4]1972 წელს მთავარი როალი შეასრულა  ფილმში Martina, რომელიც შთაგონებული იყო მისი ყველაზე პოპულარული სიმღერით. 1973 წელს მან ითამაშა ფანტასტიკური ჟანრის ფილმში Tigressa.  1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იან წლებში სერანო ხშირად ჩნდებოდა ეკრანზე.  1986 წელს სერანომ ითამაშა თავისი ბოლო კინო როლი საშინელებათა ჟანრის ფილმში „ღამის მბრძანებლის მოყვარულები“ ​​ისელა ვეგასა და ემილიო ფერნანდესთან ერთად.[5][6]

თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1972 წელს სერანომ იყიდა ძველი ვირჯინიის ფაბრეგასის თეატრი, რომელიც მდებარეობს  დონსელესზე, მეხიკოს ისტორიულ ცენტრში. მან გადააკეთა თეატრი და დაარქვა Teatro Fru Fru. ირმა სერანო თეატრში წარმატებულად მოღვაწეობდა, როგორც მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი.[7]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელდა ჭორები, რომ სერანოსა და მექსიკის პრეზიდენტ გუსტავო დიას ორდასს ხანმოკლე რომანი ჰქონდათ.  ჭორები არც ერთმა მხარემ არ დაადასტურა მანამ, სანამ მსახიობმა არ გამოაქვეყნა თავისი წიგნი A calzón amarrado, რომელშიც აღწერილია მათი რომანტიული თავგადასავალი.

1994 წელს სერანომ საკუთარ ჩიაპასის შტატში სენატორის პოსტზე წარადგინა თავისი კანდიდატურა და გაიმარჯვა.

2009 წლის 25 მარტს სერანო დააპატიმრეს მის მშობლიურ შტატში, ჩიაპასში  და გადაიყვანეს მეხიკოს ფედერალურ ციხეში.[8]

ირმა სერანო ამჟამად  ცხოვრობს კომიტანში, ჩიაპასში.[9]

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • SERRANO, Irma / ROBLEDO, Elisa A calzón amarrado Ed. Selector, México (1978) ISBN 9684031645
  • SERRANO, Irma / ROBLEDO, Elisa Sin pelos en la lengua Ed. Selector, México (1979) ISBN 9786074530315

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Decisión Ciudadana 1994: Reglas del juego, candidatos y perspectivas. Rayuela Editores. 1994. p. 70. ISBN 9789687293035. Retrieved 16 June 2014.
  2. Poniatowska, Elena (1993). Todo México, Tomo 1. Editorial Diana. pp. 115–117.
  3. "The Whirling Disks: Irma Serrano".[მკვდარი ბმული] Reading Eagle. 20 March 1966. Retrieved 5 June 2014.
  4. Herrera-Sobek, María (1993). The Mexican Corrido: A Feminist Analysis. Indiana University Press. p. xviii. ISBN 9780253207951.
  5. "Biographical Dictionary of Mexican Film Performers: "S" - Serrano, Irma". Retrieved 30 May 2011.
  6. Contreras, José A. (10 March 1966). "Irma Serrano sintetiza: Canta con sinceridad para el pueblo".[მკვდარი ბმული] Melodías mexicanas. Retrieved 18 June 2014.
  7. Máspormás.com: Habitantes del...Teatro Fru Frú
  8. "Mexican Actress Irma Serrano Arrested". Latin American Herald Tribune. Retrieved 2010-07-18.
  9. "Notas sobre Irma Serrano en su LP, Lloren organillos". Retrieved 19 June 2014.