ირინე გაბაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ირინე გაბაშვილი (დ. 15 აგვისტო, 1960, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 23 მარტი, 2009, აშშ) — ქართველი სპორტსმენი (მხატვრული ტანვარჯიში). სსრკ ჩემპიონი ლენტით და ბურთით ვარჯიშში (1979). სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი ბურთით ვარჯიშში (1979) და მესამე პრიზიორი მრავალჭიდში (1979). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი (1979).

1993 წლიდან წვრთნიდა მალაიზიის ნაკრებს. 2000–2008 წლებში მუშაობდა აშშ-ში, ორეგონის შტატის ტანვარჯიშის აკადემიაში მწვრთნელად. გარდაიცვალა აშშ-ში, 48 წლის ასაკში.

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი ტურნირი მასპინძელი ადგილი
1979 მსოფლიო ჩემპიონატი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 3rd
1979 მსოფლიო ჩემპიონატი ლონდონი, დიდი ბრიტანეთი 1st

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 355, თბ., 2002;
  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 157, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]