იოსებ წილოსანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

იოსებ ლაზარეს ძე წილოსანი (დ. 1804, ლანჩხუთი, — გ. 1873, თბილისი) — ქართველი აღმოსავლეთმცოდნე, ყოფილი მამლუქი.

ლანჩხუთელი გლეხის შვილი. 8 წლის ასაკში გაიტაცეს და ფოთში მონად გაყიდეს. გამაჰმადიანებული, ალი-ამედის სახელით მამლუქად იზრდებოდა ეგვიპტეში, მუჰამად-აღასთან. 1821 წელს ჩაირიცხა კაიროს სელიმ კასრანეს სამხედრო სკოლაში, 1826-1832 წლებში კი ეგვიპტის მთავრობის მივლინებით საინჟინრო საქმეს სწავლობდა პარიზში. მუჰამად-აღას გარდაცვალების შემდეგ ალი-ამედ ეფენდი ეგვიპტეში აღარ დაბრუნებულა, პეტერბურგის გზით საქართველოში ჩამოვიდა და აღიდგინა ქართული სახელი და გვარი. 1832 წლის ნოემბრიდან თბილისში, კავკასიის მთავარმმართებლის კანცელარიაში და კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბში აღმოსავლური ენების მთარგმნელად დაიწყო მუშაობა. ამ პოზიციაზე 40 წელი იმსახურა. მონაწილეობდა კავკასიის ომებში და ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. ურთიერთობა ჰქონდა მარი ბროსესთან, პლატონ იოსელიანთან. გამოსცა რუსულ-ფრანგულ-თურქული სალაპარაკო ენის ლექსიკონი (1856) და აღმოსავლური ენების სახელმძღვანელო (1862). დაუწერია ასევე ვრცელი ფრანგულ-არაბული სასაუბრო, რომელიც არ გამოქვეყნებულა, ხოლო ხელნაწერი დაკარგულია. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენით (1858).[1] მისი შვილი იყო სამხედრო ტოპოგრაფი და არქეოლოგი ნიკოლოზ წილოსანი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იოსებ წილოსანის (ალიამედი-ეფენდის) საბიოგრაფიო მასალა : ამონაჭერი: „მასალები საქ. და კავკ. ისტორიისათვის“, 1946, ნაკვ. I. / ი. არჯევანიძე. – გვ. 23-95;
  • Japaridze, Gocha. The Fate of Georgian Students in the First Egyptian Student Mission sent to France by Muhammad`Ali. — Daniel Crecelius and Muhammad Husam al-Din Isma`il (eds.), Abhath al-Mu'tamar alThalith li al-Dirasat al-`Uthmaniyya fi Misr, Cairo: Dar al-Afaq al-`Arabi, 2004, – გვ. 53-58.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]