იონ ჟალია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იონ ჟალია (Jalea) (დ. 19 მაისი, 1887, კასიმჩა, ტულჩის მაზრა — გ. 1983), რუმინელი მოქანდაკე. რუმინეთის სახალხო მხატვარი, რუმინეთის აკადემიის წევრი. სწავლობდა ბუქარესტში, ნატიფი ხელოვნების სკოლაში (1907-1911), ჟიულიანის აკადემიაში (1915-1916) და პარიზში, ე. ი. ბურდელის სტუდიაში. შექმნა პლასტიკურად საინტერესო ღრმა ფსიქოლოგიური პორტრეტები ("მეცხვარე", თაბაშირი, 1938; ჯ. ენესკუს პორტრეტი, თაბაშირი, 1958, რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელოვნების მუზეუმი, ბუქარესტი), მონუმენტური-დეკორატიული ქანდაკებები. 1968-იდან რუმინეთის მხატვართა კავშირის პრეზიდენტია.

ლიტერატურა[რედაქტირება]