იმიერალაის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმიერალაის ქედი
იმიერალაის ქედი და ალაის ხეობა
იმიერალაის ქედი და ალაის ხეობა
კოორდინატები: 39°20′ ჩ. გ. 72°55′ ა. გ. / 39.333° ჩ. გ. 72.917° ა. გ. / 39.333; 72.917
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ტაჯიკეთის დროშა ტაჯიკეთი
უმაღლესი წერტილი ლენინის პიკი
სიმაღლე 7134 
სიგრძე 240 კმ
იმიერალაის ქედი — ყირგიზეთი
იმიერალაის ქედი

იმიერალაის ქედი (ყირგ. Чоң-Алай кырка тоосу) — ქედი ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. წარმოადგენს პამირის ერთ-ერთ უმაღლეს ქედს. გადაჭიმულია განედური მიმართულებით მდინარე ყიზილსუს გასწვრივ 240 კმ-ზე, სამხრეთიდან საზღვრავს ალაის ხეობას. უმაღლესი წერტილის სიმაღლეა 7134 მ (ლენინის პიკი). ჭარბობს მაღალმთიანი რელიეფი; ჩრდილოეთ კალთაზე მთის ძირთან განვითარებულია თიხის კარსტი. ჩრდილოეთი კალთა უფრო დამრეცია, სამხრეთი მოკლე და ციცაბო. ფირნის ხაზი ამაღლებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ: ჩრდილოეთ კალთებზე 4200–4500 მ-მდე, სამხრეთისაზე 4500–5400 მ-მდე. ცნობილია 550-ზე მეტი მყინვარი. გამყინვარების საერთო ფართობია 1330 კმ².[1] მყინვარებიდან მნიშვნელოვანია: კორჟენევსკის მყინვარი, ოქტომბრის მყინვარი, დიდი და პატარა საუქდარის მყინვარები. კალთების ქვედა ნაწილში გავრცელებულია მთის სტეპი და მთის მდელო. 40 გადასასვლელიდან ყველაზე მეტად ხელმისაწვდომია დერანგი, თერს-აგარი და ყიზილ-ართი (4280 მ), რომელზედაც გადადის პამირის ტრაქტი. განვითარებულია მთის ტურიზმი და ალპინიზმი. სახელწოდება შემოგვთავაზა 1871 წელს რუსმა მკვლევარმა ალექსეი ფედჩენკომ.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]