იზუბრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იზუბრი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
ქვეტიპი:  ხერხემლიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
ოჯახი:  ირმისებრნი
ქვესახეობა:  იზუბრი
ლათინური სახელი
Cervus elaphus xanthopygus

იზუბრი (Cervus elaphus xanthopygus) — ძუძუმწოვარი ცხოველი ირმისებრთა ოჯახის. კეთილშობილი ირმის ქვესახეობა. მისი სხეულის სიგრძეა 220-250 სმ, წონა — 170-250 კგ. ზაფხულობით მოწითალო შეფერილობა აქვს, ზამთრობით მოყვითალო-რუხია. გავრცელებულია აღმოსავლეთ აზიაში (ჩრდილოეთი ჩინეთი, კორეა; აღმოსავლეთ ციმბირსა და შორეულ აღმოსავლეთში). გვხვდება როგორც ბარში, ისე მთაში. მაკეობა 8,5 თვემდე გრძელდება. სარეწაო ცხოველია. იყენებენ ხორცს, ტყავს, რქას. იზუბრის ახალგაზრდა რქებისაგან, რომელსაც პანტებს ეძახიან და ცოცხალ ცხოველს აჭრიან, ამზადებენ სამკურნალო პრეპარატს — პანტოკრინს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]