ივანე ბოლოტნიკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე ბოლოტნიკოვი

ივანე ბოლოტნიკოვი (გ. 1608) — რუსი მეამბოხე, გლეხების და ხოლოპების აჯანყების ხელმძღვანელი. 1606-1607 წლებში. ყოფილი ხოლოპი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდობაში კაზაკებთან გაიქცა. დაატყვევეს თათრებმა და მონად გაყიდეს ოსმალეთის იმპერიაში. ოსმალეთში მუშაობდა გალერებზე. ტყვეობას თავი დააღწია და მოხვდა ვენეციაში. იქედან პოლონეთის გავლით დაბრუნდა რუსეთში. 1606 წლის ზაფხულში გახდა ქვეყნის სამხრეთში დაწყებული აჯანყების ხელმძღვანელი. 1607 წლის 10 ოქტომბერს მეფის ჯარებმა აიღეს ტულა, სადაც ბოლოტნიკოვი იყო გამაგრებული. ის შეიპყრეს, კარგოპოლში გადაასახლეს, მერ თვალები დათხარეს და მდინარე ონეგში დაახრჩვეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]