მეცხრე ტალღა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეცხრე ტალღა

მეცხრე ტალღა (რუს. Девятый вал) — მარინისტი მხატვრის ივანე აივაზოვსკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი. შესრულებულია 1850 წელს.

ნახატზე ასახულია ზღვა ღამის ძლიერი შტორმის შემდეგ და დაღუპული გემის მგზავრები. მზის სხივები უზარმაზარ ტალღებს ანათებენ. მათ შორის ყველაზე დიდი – მეცხრე ტალღაა, რომელიც გემის ანძის ნამტვრევებზე ჩამოკიდებულ ადამიანებს დასაღუპად ემუქრება.

ინახება სანქტ-პეტერბურგის რუსულ მუზეუმში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]