იერვანდ II

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იერვანდ II
Երվանդ Բ
სომხეთის მეფე
კორონაცია: ძვ. წ. 336
მმართ. დასაწყისი: ძვ. წ. 336
მმართ. დასასრული: ძვ. წ. 331
წინამორბედი: დარიოს III
მემკვიდრე: მიჰრანი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
გარდ. თარიღი: ძვ. წ. 331
გარდ. ადგილი: გავგამელა
შვილები: მიჰრანი
სრული სახელი: იერვანდ II ერვანდუნი
დინასტია: ერვანდუნების დინასტია
მამა: იერვანდ I

იერვანდ II (სომხ. Երվանդ Բ) — იერვანდ I-ის ვაჟი, ერვანდუნების დინასტიის წევრი და სომხეთის სატრაპიის მეფე. სომხეთს მართავდა ძვ. წ. 336 წლიდან ძვ. წ. 331 წელამდე. ძვ. წ. 336 წელს არტაქსერქსე IV-ის გარდაცვალების შემდეგ სპარსეთის იმპერიის სამეფო ტახტზე კოდომანი ავიდა და დარიოს III გახდა. იერვანდს კი სამართავად სომხეთის სატრაპია გადაეცა. ძვ. წ. 331 წელს იერვანდი გავგამელის ბრძოლაშიც იბრძოდა მეფეთ-მეფე დარიოს III-ის მხარეს, მარჯვენა ფლანგზე. ბრძოლაში იერვანდი 40 000 ქვეითსა და 7 000 ცხენოსანს მეთაურობდა[1]. საბოლოოდ ბრძოლა ალექსანდრე დიდის გამარჯვებით დასრულდა, იერვანდ II კი ბრძოლაში დაიღუპა. ირონიული, მაგრამ მისი ვაჟი მიჰრანისი, ლიდიის სატრაპი ძვ წ. 334 წელს სარდისთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ალექსანდრე II დიდის მხარეს გადავიდა. მოგვიანებით ისიც იბრძოდა გავგამელის ბრძოლაში ალესანდრეს მხარეს. ბრძოლის შემდეგ ალესანდრემ მას სომხეთის სატრაპის ტიტული უბოძა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Lang, David Marshall. „Iran, Armenia and Georgia: Political Contacts“. Cambridge History of Iran. 3.