თანსუ ჩილერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თანსუ ჩილერი
თანსუ ჩილერი
თურქეთის პრემიერ-მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივნისი 1993 – 6 მარტი, 1996
პრეზიდენტი  სულეიმან დემირელი
წინამორბედისულეიმან დემირელი
მემკვიდრემესუთ ილმაზი

დაბადებული24 მაისი, 1946 (1946-05-24) (77 წლის)
სტამბოლი, თურქეთი

თანსუ ჩილერი (თურქ. Tansu Penbe Çiller; დ. 24 მაისი 1946) — თურქი ეკონომისტი და პოლიტიკოსი. პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქალი პრემიერ-მინისტრი თურქეთის ისტორიაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ბილეჯიქის პროვინციის გუბერნატორის ოჯახში, წარმოშობით მუსლიმი აჭარლების ოჯახში. დაამთავრა სტამბოლის ეკონომიკური სკოლა. კონექტიკუტის უნივერსიტეტში მიიღო დოქტორის ხარისხი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთო 1990 წლის ნოემბრიდან, ჭეშმარიტი გზის პარტიის რიგებში გაწევრიანებით. 1991 წელს აირჩიეს დეპუტატად სტამბოლიდან, დაიკავა ეკონომიკის სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა სულეიმან დემირელის კოალიციურ მთავრობაში. 1993 წლის 13 ივნისიდან პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრია. სახალხო რესპუბლიკური პარტიის კოალიციიდან გასვლის შემდეგ 1995 წელს სცადა ჩამოეყალიბებინა ახალი მთავრობა, მაგრამ პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, რის შემდეგაც კვლავ დასთანხმდა სახალხო რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად ახალი მთავრობის ფორმირებას. 1996–1997 წწ. ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრისა და ვიცე-პრემიერის თანამდებობა.

2002 წელს არჩევნებში მარცხის შემდეგ ჩამოშორდა პოლიტიკურ ცხოვრებას.

გათხოვილია ოზერ ჩილერზე და ჰყავს 2 შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]