იგუასუ (მდინარე)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
|
|
|---|---|
მდინარე პირდაპირ იგუასუს ჩანჩქერის თავზე |
|
| დახასიათება | |
| სიგრძე | 1 320 კმ |
| აუზის ფართობი | 62 000 კმ² |
| ჩაედინება | მდინარე პარანაში |
| ქვეყნები | |
იგუასუ (პორტ. Rio Iguaçu; ესპ. Río Iguazú) — მდინარე ბრაზილიასა და არგენტინაში; პარანის მნიშვნელოვანი შენაკადი. მდინარის სიგრძე 1 320 კმ-ია, აუზის ფართობი 62 000 კმ².
იგუასუ სათავეს ბრაზილიაში, პარანის შტატში იღებს, სერა-დუ-მარის სანაპირო მთებში. იგუასუ პარანის შტატის ტერიტორიაზე, დასავლეთის მიმართულებით 1 205 კმ-ზე მიედინება. ქვემო დინებაში პლატოზე მიედინება, სადაც წარმოქმნის სახელგანთქმულ ჩანჩქერ იგუასუს, რომელიც ორი ქვეყნის — ბრაზილიისა და არგენტინის ტერიტორიებზე ექცევა. საბოლოოდ, იგუასუ მდინარე პარანას უერთდება, სწორედ იმ ადგილას სადაც ყალიბდება სამი ქვეყნის საზღვარი — არგენტინის, ბრაზილიისა და პარაგვაის, რომელსაც ტრიპლე-ფრონტერას უწოდებენ.
|
რიო-დე-ლა-პლატის აუზი.
|