იგორ კოკოშკოვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იგორ კოკოშკოვი (სერბ. Игор Кокошков; დ. 17 დეკემბერი, 1971) — სერბი კალათბურთის მწვრთნელი. ამჟამად წვრთნის საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს (მთავარი მწვრთნელი) და ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) კლუბ „ფინიქს სანსის“ (მთავარი მწვრთნელის ასისტენტი).

იგორ კოკოშკოვის მოთამაშის კარიერა 24 წლის ასაკში დასრულდა, როდესაც ავტო-ავარიაში მოჰყვა. ამის შემდეგ ის ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი გახდა იუგოსლავიის კალათბურთის ისტორიაში.

კოკოშკოვი მწვრთნელად მუშაობდა ბელგრადის რამდენიმე კლუბში, ასევე იყო იუგოსლავიის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი.

2008 წლის 18 აპრილიდან არის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ხოლო ამავე წლის 20 ივნისიდან არის „ფინიქს სანზის“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი. 2011 წლის 18 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ იგორ კოკოშკოვთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, სისტემით - 2+2[1][2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]