იგნატი ლოიოლა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
იგნასიო ლოიოლა (ასევე ცნობილი როგორც იგნასიო (ინიგო) ლოპეს დე ლოიოლა) (დ. 24 დეკემბერი, 1491 – გ. 31 ივლისი, 1556) — წარმოშობით ბასკი, იეზუიტთა ორდენის მთავარი დამფუძნებელი და პირველი მამამთავარი. ეს რელიგიური ორდენი კათოლიკურ ეკლესიას ეკუთვნოდა და რომის პაპის პირდაპირ დაქვემდებარებაში იყო მისიით. ორდენის წევრებს იეზუიტები ჰქვიათ. იგნასიო ლოიოლა ასევე ცნობილი იყო როგორც სულიერი ვარჯიშების შემდგენი, იმხანად საყოველთაოდ აღიარებული სულიერი მამა. აქტიურად იბრძოდა პროტესტანტული რეფორმაციის წინააღმდეგ და ხელს უწყობდა შემდგომ კონტრრეფორმაციას.
კათოლიკურმა ეკლესიამ წმინდანის წოდება მიანიჭა 1622 წლის 12 მარტს, მისი ხსენების დღეა 31 ივლისი.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ა. გელოვანი, რწმენა ღმერთები ადამიანები, რელიგიურ ტერმინთა ლექსიკონი, თბ. 1990