იადვიგა სმოსარსკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იადვიგა სმოსარსკა

იადვიგა სმოსარსკა 1934 წელს
დაბადების თარიღი 23 სექტემბერი, 1898
ვარშავა, პოლონეთი, რუსეთის იმპერია (ახლა ვარშავა, პოლონეთი)
გარდაცვალების თარიღი 1 ნოემბერი, 1971 (73 წლის)
ვარშავა, პოლონეთი
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1919–1937

იადვიგა სმოსარსკა, (პოლ. Jadwiga Filipina Smosarska; დ. 23 სექტემბერი, 1898 — გ. 1 ნოემბერი, 1971) — პოლონელი მსახიობი[1]. მან 25-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა 1919 და 1937 წლებს შორის, ასევე სხვადასხვა სასცენარო დადგმებში.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სმოსარსკა იყო ცნობილი იმით, რომ თამაშობდა იმ გმირების როლებს, რომლებიც წარადგენდნენ პოლონურ კლიშეებს, ასახავდნენ ქვეყნის მოქალაქეების წვალებას. პატრიოტი, რომატიკული და კარგი სოციალური მდგომარეობის, მისი გმირები ხშირად იბრძოდნენ უკმარისობასთან და ტრაგიკულ სასიყვარულო ცხოვრებასთან[2]:7[3]. 1920-იანებში ის გახდა ცნობილი როგორც კინოსტუდიის Sfinks-ის წამყვანი მას შემდეგ, რაც Poli Negri-მ დატოვა ქვეყანა გერმანიისთვის[2].

სმოსარსკა გაიქცა ვარშავიდან 1939 წელს და თავშესაფარს ლიტვაში ეძებდა, იქამდე სანამ უზრუნველყოფდა ნავით გასვლას სკანდინავიის გავლით შტატებში. იმის მიუხედავად, რომ ცდილობდა კარიერა ჰოლივუდში შეექმნა, მისი აქცენტი ზედმეტად რთული აღმოჩნდა ამერიკელი კინომატოგრაფებისათვის[4]. 1954 წელს სმოსარსკამ კანადის მხარეებში იმგზავრა იმისათვის, რომ აეგროვებინა ფული სოციალური უზრუნველყოფის პროექტებისთვის, რომლებიც მიმართული იქნებოდა პოლონელი ემიგრანტების დასახმარებლად. მას სპონსორობა გაუწია Advance Film Service-მა, მგზავრობა დაიწყო Eaton Auditorium-ში 6 მარტს, იქამდე სანამ გაჩერდებოდნენ ლონდონში, ჰამილტონში, ოტავაში, მონტრეალში, ოშავაში, ველინგტონში და ბრანტფორდში[4]. ის აშშ-ში 1970 წლამდე გაჩერდა, იქამდე სანამ დაბრუნდებოდა პოლონეთში თავისი ბოლო წელიწადის გასატარებლად[5][6]

გამორჩეული ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Jadwiga Smosarska. filmpolski. ციტირების თარიღი: 24 November 2012.
  2. 2.0 2.1 Haltof, Marek (2002) Polish National Cinema (en). Berghahn Books. ISBN 9781571812759. ციტირების თარიღი: 20 December 2016. 
  3. Encyclopedia Of Film Schirmer Vol 3 - Independent Film - Road Movies, გვ. 272. ციტირების თარიღი: 20 December 2016. 
  4. 4.0 4.1 „Former Polish Star Aids Welfare Projects“. Kitchener-Waterloo Record (Microfilm) |format= საჭიროებს |url=-ს (დახმარება). 15 March 1954. p. 9.
  5. Famous Women on Stamps. ციტირების თარიღი: 20 December 2016.
  6. Lukowski, Jerzy; Zawadzki, Hubert A concise history of Poland, 2, Cambridge University Press. ISBN 9780521853323. ციტირების თარიღი: 20 December 2016.