პანტიკო თორდია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან თორდია, პანტიკო)

პანტიკო (ვაჟა) თორდია (დ. 22 იანვარი, 1935, სოფ. ეწერი, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) — ქართველი ავიამშენებელი, ინჟინერ-მექანიკოსი, მეცნიერი. თბილისის საავიაციო ინსტიტუტის პროფესორი (2002), ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1991), თბილისის საპატიო მოქალაქე (2000).

1967 წელს დაამთავრა ქ. სარატოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტის (რუსეთი) თვითმფრინავმშენებლობის ფაკულტეტი.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხანაში ინჟინრად, 1978 წლიდან იყო ამავე ქარხნის დირექტორი, 1985–1991 წლებში სახელშეცვლილი ქარხნის თბილისის საავიაციო საწარმოო გაერთიანების გენერალური დირექტორი, 1991–1992 წლებში საქართველოს სსრ მრეწველობის მინისტრის მოადგილე, 1993–1998 წლებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, 1998 წელს ისევ თბილისის სახელმწიფო საავიაციო საწარმოო გაერთიანების, 2000 წლიდან კი–შპს „თბილავიამშენის“ გენერალური დირექტორი, 2008–2013 წლებში შპს „თბილავიამშენის“ დირექტორი. მისი უშუალო ხელმძღვანელობით ქარხანაში დაიწყო რეაქტიული მოიერიშე სუ-25 თვითმფრინავების, მისი მოდიფიკაციებისა და „ჰაერი-ჰაერი“ კლასის მართვადი რაკეტების სერიული წარმოება. მისივე თაოსნობით ჩატარდა საწარმოს ტექნიკური გადაიარაღების, კომპიუტერიზაციისა და რესტრუქტურიზაციის პროცესები. პანტიკო თოდრია არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, რაციონალიზატორული წინადადებისა და არაერთი გამოგონების ავტორი.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]