თიხოვანი ფიქალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თიხოვანი ფიქალი
ShaleUSGOV.jpg
თიხოვანი ფიქალი
ცნობები
ტიპი დანალექი
შედგენილობა სერიციტი
კვარცი
მინდვრის შპატები
კვარცი
ჰიდროქარსები
კაოლინიტი და სხვა

თიხოვანი ფიქალი,[1] თიხაფიქლები[2] — ნაცრისფერი, მოყვითალო ან მოშავო-მონაცისფრო სუსტად მეტამორფიზებული ქანები. ახასიათებს წვრილმარცვლოვნება, აქვს ფიქლებრივი ტექსტურა და მჭიდრო აგებულება. ფორიანობა 1-3%. შეიცავს: ჰიდროქარსებს, სერიციტს, ქლორიტებს, კაოლინიტს, მონტმორილონიტს, კვარცს, მინდვრის შპატებს, ზოგჯერ — ნახშიროვან ნივთიერებას, კარბონატებს და სხვა. წარმოიქმნება თიხოვანი ნალექების შედარებით სუსტი მეტამორფიზმის შედეგად. თიხოვანი ფიქლების ჯგუფს განეკუთვნება აგრეთვე სახურავი და ასპიდური ფიქლებიც, რომელნიც გარდამავალ ტიპს წარმოადგენენ მეტამორფიზებულსა და ნამდვილ მეტამორფულ ქანებს შორის. თიხოვანი ფიქლები საქართველოში გავრცელებულია კავკასიონის ნაოჭა სისტემაში.[2]

სქოლიო[რედაქტირება]