თიკ ნათ ჰანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თიკ ნათ ჰანი

თიკ ნათ ჰანი (ვიეტ: Thích Nhất Hạnh IPA tʰǐk ɲə̌t hâːˀɲ; დ. 11 ოქტომბერი, 1926) – ბუდისტი ბერი, მასწავლებელი, პოეტი და მშვიდობის მოძრაობის აქტივისტი საფრანგეთში.

16 წლის ასაკში შევიდა ძენ მონასტერში, შეისწავლა ბუდიზმი და 1949 წ-ს ბერის წოდება მიენიჭა. სახელ თიკს (ვიეტ: Thích) ხმარობს ყველა ვიეტნამელი ბერი და მონაზონი, იმის აღსანიშნავად, რომ ბუდა შაკიამუნის კლანის წევრები არიან. 1960იანი წ-ების დასაწყისში საიგონში დააარსა ახალგაზრდათა სკოლა სოციალური მომსახურებისთვის. ეს ორგანიზაცია უბრალო ხალხს ეხმარებოდა დაბომბილი სოფლების აღშენებაში, სკოლების აშენებაში, სამედიცინო ცენტრების დაარსებასა და ვიეტნამის ომის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ ხალხს. აშშ-ში გაემგზავრა პრინსეტონის უნივერსიტეტში სასწავლად და შემდეგ ლექტორად კორნელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში. ამ დროისთვის იგი ფოკოსს ახდენდა აშშ-ს მთავრობაზე, რომ ვიეტნამიდან გამოსულიყვნენ. მარტინ ლუთერ კინგმა 1967 წელს ჰანი ნობელის პრემიის ლაურეატად წარადგინა. 1966ში შექმნა ორგანიზაცია „Order of Interbeing“, მისი ცენტრები მთელ მსოფლიოში დააარსა. 1973ში ვიეტნამის მთავრობამ ნათ ჰანის ვიეტნამში დაბრუნებაზე უარი თქვა და ლტოლვილად საფრანგეთში წავიდა.

ნათ ჰანმა დიდი გავლენა მოახდინა დასავლური ბუდიზმის განვითარებაზე.[1]

ნათ ჰანმა 100ზე მეტი წიგნი დაწერა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Thich Nhat Hanh. BBC (2006-04-04). ციტატა: „Thich Nhat Hanh is a world renowned Zen master, writer, poet, scholar, and peacemaker. With the exception of the Dalai Lama, he is today's best known Buddhist teacher“ წაკითხვის თარიღი: 2008-05-25.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]