თეიმურაზ ჩირგაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ ჩირგაძე
დაბადების სახელი თეიმურაზ ჩირგაძე
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1928
გარდაცვალების თარიღი 1999
საქმიანობა ექიმი, მსახიობი

თეიმურაზ ჩირგაძე (დ. 5 სექტემბერი, 1928, ბორჯომი, საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 1999) — ქართველი ექიმი-პარაზიტოლოგი, პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერების აკადემიის წევრი (1994), მედიცინის მეცნიერების კანდიდატი (1965). თბილისის საპატიო მოქალაქე (1995).

1951 დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი. შემდეგ 6 წლის განმავლობაში იყო სამხედრო სამედიცინო სამსახურში. 1957 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ს. ვირსალაძის სახელმწიფო სამედიცინო პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობაზე; 1993 წლიდან იყო ინსტიტუტის დირექტორი. თეიმურაზ ჩირგაძის მეცნიერული შრომები ეხება პარაზიტოლოგიის და ტროპიკული მედიცინის, როგორც პრაქტიკული, ისე სამეცნიერო დარგის თითქმის ყველა სფეროს. არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი.

თეიმურაზ ჩირგაძე პარალელურად მოღვაწეობდა კინოშიც. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია ვაჟა (ე. შენგელაიას „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“, 1983 წ.). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (1997). თბილისში არის თეიმურაზ ჩირგაძის ქუჩა.

ფილმოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯილდოები, პრემიები და პრიზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 1995: თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1997: ღირსების ორდენი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]