თეიმურაზ მაღლაფერიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეიმურაზ მაღლაფერიძე (დ. 26 მაისი, 1936, დვაბზუ — გ. აპრილი 1994, დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში ) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ნოველები 1959 წელს გამოაქვეყნა, ხოლო პირველი წიგნი, ვრცელი პროზაული ნაწარმოები „უშბა“ - 1963 წელს. ავტორია რომანებისა: „წყურვილი“ (1973), „გაულ გავხე“ (1976), „ცხრაკარა“ (1979), მხატვრული ფილმების სცენარებისა: „მალე გაზაფხული მოვა“ (1967, თანაავტორები ო. იოსელიანი და ო. აბესაძე), „ცისკრის ზარები“ (1967), „ანარეკლი“ (1975), „ესკულაპეს მოწაფე“ (1979). მისი რომანი „წყურვილი“ თარგმნილია რუსულ ენაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]