თეიმურაზ გოცაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეიმურაზ გოცაძე
დაბადების თარიღი 25 მარტი, 1941
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 20 აგვისტო, 2023 (82 წლის)
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სამხატვრო აკადემია
საქმიანობა ფერმწერი
მეუღლე(ები) მარი ჯანაშია[1]
ჯილდოები საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი
საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია
საქართველოს ღირსების ორდენი

თეიმურაზ (თემო) გიორგის ძე გოცაძე (დ. 25 მარტი, 1941, თბილისი — გ. 20 აგვისტო, 2023) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს სსრ სახალხო მხატვარი (1989), საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989). ღირსების ორდენის კავალერი (1998).

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია (1964, აპოლონ ქუთათელაძის კლასი). 1971-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის მთავარ მხატვრად. 1983-1988 წლებში იყო თბილისის „მხატვრის სახლის“ დირექტორი, 1989-1995 წლებში — საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, 1988–2005 წლებში — საქართველოს სამუზეუმო-საგამოფენო გაერთიანების „სურათების ეროვნული გალერეის“ გენერალური დირექტორი. 1994 წლიდან ასწავლიდა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში (შემდეგ თბილისის ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის კულტურისა და ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტი); პროფესორი (1996).

გოცაძის მთავარი ნამუშევრებია: „ლურჯა ცხენები“, „დაბადება“ (ორივე 1965), „ეფემერები“ (1966), „ჩემი საუკუნე“ (1980), „ჩემი თბილისი“ (1987), სერია „ქართლის ცხოვრება“ (11 სურათი, 1983), „მეტამორფოზა“ (1989), „სულიერი საქართველო“ (1991), „მოტაცებული მშვენიერება“ (1999), „საქართველო — XX საუკუნე“ (2002). შექმნა თანამედროვეთა (ო. ჭილაძე, 1973; მ. ჯანაშია, 1975; თ. ჩხეიძე, 1985) პორტრეტები, მონუმენტური მხატვრობის ნიმუშები: კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზის მოხატულობა (1998), „ფიროსმანი“ (ახალგაზრდული ქალაქი, შავნაბადა, 1979), მართვის სისტემების ინსტიტუტის საკონფერენციო დარბაზი (თბილისი, 1980) და სხვ. პერსონალური გამოფენები: თბილისი (1976), მოსკოვი, ნიუიორკი, სან-დიეგო (1989), თბილისი (2003).

გარდაიცვალა 2023 წლის 20 აგვისტოს, 82 წლის ასაკში.[2]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კალანდაძე, ანა. მარინა ჯანაშიასა და თემო გოცაძის სახლი-სახელოსნო - ორი ხელოვანი ერთ ჭერქვეშ (28 დეკემბერი, 2019). ციტირების თარიღი: 21 აგვისტო, 2023
  2. „გარდაიცვალა მხატვარი თემო გოცაძე“. რადიო თავისუფლება. 20 აგვისტო, 2023. ციტირების თარიღი: 20 აგვისტო, 2023. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |date=-ში (დახმარება)