თბილური ფულუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილური ფულუსიXVII-XVIII საუკუნეებში თბილისის ზარაფხანაში მოჭრილი ირანული ყაიდის სპილენძის მონეტა. მონეტაზე წარწერილი სიტყვა "ფულუს" საზოგადოდ სპილენძის მონეტას ნიშნავს. თბილური ფულუსის თარიღი მიუთითებს სიქის ამა თუ იმ ტიპის დამკვიდრების მომენტზე და არა მონეტის გამოშვების დროზე. XVII საუკუნის თბილური ფულუსები სპარსეთის საქალაქო მონეტების მსგავსია. XVIII საუკუნის პირველი წლებიდანვე თბილური ფულუსი იჭრებოდა ქართველ პოლიტიკური მოღვაწეთა სახელით (ვახტანგ VI, სვიმონი, ბაქარი). ცნობილია თბილური ფულუსის ნომინალი: ბისტი, ნახევარბისტი, ფული.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კაპანაძე დ., ქართული ნუმიზმატიკა, თბ., 1969;
  • Пахомов Е. А., Вес и достоинство медной монеты Тифлиса XVII—XVIII вв., Баку, 1928;
  • მისივე, Монеты Грузии, Тб., 1970;