თახვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თახვი

თახვი (ლათ. Castor fiber), ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. შეგუებულია წყალში და ხმელეთზე არსებობას. მისი სხეულის სიგრძე 100 სმ აღწევს, წონა - 30 კგ. აქვს მასიური სხეული, შედარებით პატარა თავი, მოკლე და მსხვილი კისერი. ყურის პატარა ნიჟარები ჩაყვინთვის დროს გასწვრივ იკეცება და ფარავს ყურის ხვრელს. თვალებიც პატარა აქვს, კუდი - ბრტყელი, 15 სმ სიგანისა, თითქმის უბეწვო, რქოვანი ფარებით დაფარული; კიდურები - მოკლე, უკანა კიდურების თითებს შორის განიერი საცურავი აპკია.

თახვი ძვირფასბეწვიანია. უმეტესობა ღია წაბლისფერია, მუქი მურა, ზოგჯერ - შავიც. ანალურ ხვრელთან მოთავსებული წყვილი ჯირკვლიდან გამოყოფს ბეწვის გასაპოხ ცხიმოვან ემულსიას. მამალს სასქესო ორგანოსთან წყვილი მუშკის ჯირკკვალი აქვს, რომელიც გამოყოფს სეკრეტს - თახვის ყაირს. ბინადრობს ტყის მდორე მდინარეებში. იკვებება რბილმერქნიანი ხეების აღმონაცენითა და ქერქით. სახლობს სოროებში. ხის ტოტებისაგან, ლომისა და მიწისაგან აშენებს 2,5 მ სიმაღლის "ფაცხებს", პატარა მდინარეებში აგებს ჯებირებს. მონოგამიური ცხოველია. მაკეობის ხანგრძლივობა 105-107 დღეა. შობს3-4 ნაშიერს.

თახვი გავრცელებული იყო ევროპის, სამხრეთ ციმბირის დიდ ნაწილში, შუა აზიის ნაწილსა და მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში, ზოგიერთ ადგილას ნაპოვნია თახვის ძვლოვანი ნაშთები. მტაცებლური ნადირობის შედეგად თახვების რიცხვი ძლიერ შემცირდა. ამჟამად ცდილობენ მათ რეაკლიმატიზაციას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 4, გვ. 594-595, თბ., 1979

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=თახვი&oldid=2646572“-დან