თარგი:დღის სტატია:11-21

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქაქუცა ჩოლოყაშვილი
ქაქუცა ჩოლოყაშვილი

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი (დ. 14 ივლისი, 1888, მატანი, თბილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია; გ. 1930, 27 ივლისი, პასი, საფრანგეთი) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 1922—1924 წლებში ხელმძღვანელობდა პარტიზანულ ბრძოლას საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ. 2005 წლის 21 ნოემბერს მისი ნეშტი გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგ პარიზიდან სამშობლოში ჩამოასვენეს. იგი საქართველოს ეროვნული გმირია.