თარგი:დღის სტატია:06-20

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვიკიმედიის ლოგო
ვიკიმედიის ლოგო

ფონდი ვიკიმედია (ინგლ. Wikimedia Foundation, Inc., შემოკლებით WMF) — ამერიკული არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში. იგი მატერიალურად უზრუნველყოფს მთელ რიგ ინტერნეტ-საზოგადოებებს (რომლებიც ქმნიან თავისუფალი გავრცელების ლიტერატურას) და მათში ასრულებენ მმართველის ფუნქციებს. ეს საზოგადოებები მუშაობენ ვიკი-ტექნოლოგიაზე, აქედან მომდინარეობს ფონდის სახელწოდებაც (Wiki და Media — მულტიმედიის შემოკლება). ფონდის საქმიანობა ხორციელდება შემოწირულობების საფუძველზე, ხოლო „თავისუფალი“ ლიტერატურის შედგენის საქმეს თავის თავზე იღებენ მოხალისეები მთელი მსოფლიოდან.