თარგი:დღის მოვლენები:09-23
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
- 1122 : ვორმსის კონკორდატით დასრულდა რომის პაპ კალიქსტუს II-სა და საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ V-ს შორის ინვესტიტურისთვის ბრძოლა.
- 1529 : ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა ვენის ალყა დაიწყო.
- 1846 : ასტრონომმა იოჰან გალემ, ურბენ ლევერიეს გამოთვლებზე დაყრდნობით, პლანეტა ნეპტუნი (სურათზე) აღმოაჩინა.
- 1932 : ჰიჯაზისა და ნეჯდის სამეფოების გაერთიანებით საუდის არაბეთი შეიქმნა.
- 1941 : საკონცენტრაციო ბანაკ აუშვიცში გაზით პირველი ექსპერიმენტი ჩატარდა.
- 1980 : ბობ მარლის ბოლო კონცერტი ჩატარდა.
- 1989 : აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.