მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ძვ. წ. 334 : ბერძნები ალექსანდრე დიდის მეთაურობით ამარცხებენ დარიოს III-ს გრანიკოსის ბრძოლაში.
1856 : მოსკოვში ტრეტიაკოვის გალერეა დაარსდა.
1906 : ძმებმა რაიტებმა პატენტი მიიღეს აეროპლანის წარმოებაზე.
1940 : საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაწესდა სოციალისტური შრომის გმირის ორდენი (სურათზე).
1947 : ცივი ომი - კომუნიზმის გავრცელებისთვის ხელის შეშლის მიზნით აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა თურქეთსა და საბერძნეთს სამხედრო და ეკონომიური დახმარების სახით $400 მილიონიანი გრანტი გადასცა.
1960 : დღემდე დაფიქსირებული უძლიერესი, რიხტერის შკალით 9,5 ბალის, მიწისძვრა მოხდა სამხრეთ ჩილეში.
1977 : აღმოსავლეთის ექსპრესის, რომელიც პარიზსა და სტამბოლს შორის დადიოდა 1883 წლიდან, ბოლო რეისი შედგა.