თარგი:დღის მოვლენები:02-15

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
  • ძვ. წ. 399 : ფილოსოფოს სოკრატეს (სურათზე) ურწმუნოების გამო სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს.
  • 1942 : მეორე მსოფლიო ომი : იაპონელებმა გენერალი ტომოიუკი იამასიტას მეთაურობით სინგაპური აიღეს; 80.000 ჯარისკაცი ტყვედ ჩავარდა, რაც უდიდესი სამხედრო დანაკარგი გახდა ბრიტანეთის ისტორიაში.
  • 1946 : ENIAC : პირველი ზოგადი დანიშნულების ელექტრონული კომპიუტერი წარმოადგინეს პენსილვანიის უნივერსიტეტში.
  • 1971 : ბრიტანული ფუნტი სტერლინგისა და ირლანდიური ფუნტის დეციმალიზაცია მოახდინეს.
  • 1989 : სსრ კავშირმა ავღანეთიდან ჯარები გამოიყვანა.
  • 2003 : ისტორიაში უდიდეს ანტისაომარ მანიფესტაციაში მსოფლიოს 600 ქალაქში მილიონობით ადამიანი იღებს მონაწილეობას ერაყის ომის დაწყების პროტესტის ნიშნად.
  • 2005 : ინტერნეტ საიტი YouTube იწყებს ფუნქციონირებას.