თამუნა დოლიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თამუნა (თამარ) გრიგოლის ასული დოლიძე
დაბადების თარიღი 1961
გარდაცვალების თარიღი 9 აპრილი, 1989
თბილისი
დაკრძალულია თბილისი, ვაკის სასაფლაო
მშობლები მამა: გრიგოლ დოლიძე
დედა: მერი
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი
თამუნა დოლიძის საფლავი

თამუნა დოლიძე (დ. 1961, თბილისი — გ. 9 აპრილი, 1989, იქვე) — ჟურნალისტი, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალეს 15 აპრილს[1] თბილისში, ვაკის სასაფლაოზე[2].

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[3].

2019 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი (იხ. თამუნა დოლიძის ქუჩა)[4].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]