ვენერა მეტრეველი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვენერა დავითის ასული მეტრეველი-გვარამაძე
დაბადების თარიღი 10 ოქტომბერი, 1943
გარდაცვალების თარიღი 1989
თბილისი
დაკრძალულია სოფელი ალი, ხაშურის მუნიციპალიტეტი
ჯილდოები წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი

ვენერა მეტრეველი (დ. 10 ოქტომბერი, 1943 — გ. 12 მაისი?, 1989, თბილისი) — 9 აპრილის ტრაგედიის გმირი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუშაობდა თბილისის რკინიგზის საავადმყოფოში ექთნად. 9 აპრილის ღამეს რუსთაველზე მივიდა გაზით მოწამლული ხალხის დასახმარებლად და თავადაც გაზით მოიწამლა.

ვენერა მეტრეველი, 12 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში. დაკრძალულია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში.

2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გვერდწითელი გ., „9 აპრილი“, თბ., 1990
  • 9 აპრილი, გარდა მწუხარებისა, ეროვნული ამაღლების დღეცაა, გაზ. „ხაშურის მოამბე“, № 17, 28 აპრილი 2019 წელი, გვ., 5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]